,,წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016562
41
29/11/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
010250020.35.122.016562
,,წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №41

2019 წლის 29 ნოემბერი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის  №64 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016233.  01/10/2014)  შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად  კანდიდატურის   დაყენება

1. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილება  აქვს  დადგენილი  წესით  რეგისტრირებულ:

ა) წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მქონე არანაკლებ 3 პირისაგან შემდგარ ჯგუფს;

ბ) საინიციატივო ჯგუფს – მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული არანაკლებ 25 პირის შემადგენლობით;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს (კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს წევრთა ჯგუფს 5 პირის შემადგენლობით);

ე) მერიის სამსახურს;

ვ) მუნიციპალიტეტის მერს;

ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.

2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურის შესახებ რეკომენდაციას წერილობითი ფორმით წარუდგენენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას; კომისიის მიერ დადებითი სარეკომენდაციო დასკვნის გაცემის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი თანხმობა.“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის მუნიციპალიტეტის მერი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მერის მიერ, „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისია განიხილავს წამოყენებულ კანდიდატთა რეკომენდაციებს და გასცემს დასკვნას წარმოდგენილ კანდიდატურებთან დაკავშირებით, რომელიც  სარეკომენდაციო ხასიათისაა, აისახება სხდომის ოქმში და წარედგინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს საპატიო წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც შემდგომ გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს.“.

 5. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და მერიის წინაშე შუამდგომლობები და რეკომენდაციები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე