დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 571 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021597 |
|
„შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2018, 300160070.10.003.020400) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემსყიდველის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებითა და შემსყიდველის საკუთრებაში არსებული თბოსადგურის შეუფერხებელი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო, ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროს შესყიდვების განხორციელება დასაშვებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. იმ შემთხვევაში, თუ თბოსადგურის არსებული მოწყობილობ(ებ)ის/აგრეგატის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მათი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, შესყიდულ იქნეს მომსახურება ან კონკრეტული სასაქონლო ნიშნის ან/და მოდელის საქონელი, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. აღნიშნულ შემთხვევაში, საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს თბოსადგურის არსებული მოწყობილობ(ებ)ის/აგრეგატ(ებ)ის ან შესასყიდი საქონლის მწარმოებლისაგან ან მწარმოებლის უფლებამოსილი პირისაგან.“. 3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შესყიდვების კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი წარმოშობის წყაროს, არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.“. 4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. შემსყიდველი უფლებამოსილია, პოტენციურ მიმწოდებელთან აწარმოოს მოლაპარაკებები და ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადოს ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, რომელიც ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.“. 5. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ ენაზე, ისე ქართულ და უცხოურ ენებზე ერთად.“. 6. მე-16 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია, არ გავრცელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შერჩეულ მიმწოდებლებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე.“. 7. დანართით განსაზღვრული „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ შესასყიდი საქონლის ჩამონათვალის“ მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“. 8. დანართით განსაზღვრული „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“ მოქმედების ვადით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები