„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 581
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.021594
581
28/11/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
190040000.10.003.021594
„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №581

2019 წლის 28 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში (სსმ, №32, 29/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ცალკეული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი“.

2. პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბალანსიდან ჩამოწერას ექვემდებარება საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის/რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სადემონტაჟო შენობა-ნაგებობები.

2. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა მშენებლობა/რეაბილიტაცია ხორციელდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და, სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.“.

3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა ჩამოწერილად ჩაითვლება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შენობა-ნაგებობის ჩამოწერასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია