ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი თმოგვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი თმოგვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016407
31
28/11/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
010250050.35.140.016407
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი თმოგვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2019 წლის 28 ნოემბერი

დაბა ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №64 12 განკარგულებით  დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს სოფელ თმოგვის განაშენიანების გეგმა (ტექსტური ნაწილი – დანართი №1, გრაფიკული ნაწილი – დანართი №2).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სოფ. თმოგვის მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №64 12 განკარგულება და „სოფ. თმოგვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/01/2016, ს/კოდი: 010250050.35.140.016202);
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე