„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016326
31
28/11/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
300280000.16.009.016326
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №31

2019 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 431 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის:

ა) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 12.304 თეთრი/კვტსთ;“.

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს „ხრამჰესი-2“-ს შორის 2008 წლის 10 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ, სს „ხრამჰესი-2“-ის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კრედიტიდან ათვისებული თანხების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ“ გარანტირებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგიის წარმოების გრძელვადიანი ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) ყოველწლიურად გაკორექტირდეს იმ შემთხვევაში, თუ კორექტირების განხორციელებისას, ლარის კურსის ცვლილება იაპონურ იენთან შეადგენს წელიწადში 7%-ზე მეტს, 2016 წლის ლარის იაპონურ იენთან საშუალო გაცვლით კურსთან მიმართებაში (2.1834 ლარი = 100 იაპონური იენი) და თუ კომისიაში წარდგენილია სრულყოფილი სატარიფო განაცხადი კომისიის მიერ დადგენილი წესითა და განსაზღვრული ფორმით. ამასთან, კორექტირებას ექვემდებარება ტარიფის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კრედიტის მომსახურებისთვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი დეკემბრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი