დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 28/11/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016326 |
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 431 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის: ა) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 12.304 თეთრი/კვტსთ;“. 2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს „ხრამჰესი-2“-ს შორის 2008 წლის 10 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ, სს „ხრამჰესი-2“-ის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კრედიტიდან ათვისებული თანხების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ“ გარანტირებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგიის წარმოების გრძელვადიანი ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) ყოველწლიურად გაკორექტირდეს იმ შემთხვევაში, თუ კორექტირების განხორციელებისას, ლარის კურსის ცვლილება იაპონურ იენთან შეადგენს წელიწადში 7%-ზე მეტს, 2016 წლის ლარის იაპონურ იენთან საშუალო გაცვლით კურსთან მიმართებაში (2.1834 ლარი = 100 იაპონური იენი) და თუ კომისიაში წარდგენილია სრულყოფილი სატარიფო განაცხადი კომისიის მიერ დადგენილი წესითა და განსაზღვრული ფორმით. ამასთან, კორექტირებას ექვემდებარება ტარიფის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კრედიტის მომსახურებისთვის.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი დეკემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები