დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 28/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016108 |
|
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს საზღვაო კოდექსის 168-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 231-ე და 304-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესი და პირობები“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმებისა და სადაზღვევო კომპანიების აღიარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის, შემოწმების და ლურჯი ბარათის გამცემი ორგანიზაციების აღიარების პირობებს. 2. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილია განიხილოს და შეამოწმოს ლურჯი ბარათის გამცემი ორგანიზაცია, აღიაროს და გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი, საზღვაო კოდექსისა და ამ წესში მოცემული პირობების შესაბამისად. 3. სააგენტო აღიარებული ლურჯი ბარათის გამცემი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ, საკუთარ ვებგვერდზე – www.mta.gov.ge. 4. სააგენტო ახორციელებს ლურჯი ბარათის გამცემი ორგანიზაციის საქმიანობის აღიარებას, მათი აღიარების შეჩერების, გაუქმების და განახლების ჩათვლით, საზღვაო კოდექსისა და ამ წესების შესაბამისად. 5. ეს წესი შემუშავებულია და მასში გამოყენებული ტერმინები უნდა განიმარტოს საზღვაო კოდექსისა და შემდეგი კონვენციების პირობების გათვალისწინებით: ა) „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია; ბ) „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია; გ) „ნავთობით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენცია, 1976 და 1992 წლის ოქმების გათვალისწინებით. მუხლი 2. გავრცელების სფერო აღნიშნული წესი ვრცელდება საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ გემებზე შემდეგი პირობებით: ა) ყველა 1000 და მეტი რეგისტრული ტონის გემი ვალდებულია ჰქონდეს ბუნკერის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს დაზღვევას ან ნებისმიერ სხვა გარანტიას, რომელიც მოიცავს სამოქალაქო პასუხისმგებლობას გემებისგან საბუნკერო საწვავით გამოწვეულ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით; ბ) ყველა ტანკერი, რომელსაც გადააქვს 2000 ტონა ან მეტი ნავთობი ვალდებულია ჰქონდეს ბუნკერის, ასევე CLC სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს დაზღვევას ან ნებისმიერ სხვა გარანტიას, რომელიც მოიცავს გემებისგან ნავთობის დაბინძურების ზიანის შესახებ სამოქალაქო პასუხისმგებლობას; გ) ნებისმიერ საზღვაო გემს, გარდა საჰაერო ბალიშებზე მცურავი გემისა, რომელსაც გადაჰყავს 12 მგზავრი და მეტი, ასევე გადააქვს მათი ბარგი, უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს დაზღვევას ან ნებისმიერ სხვა გარანტიას, რომელიც დაფარავს პასუხისმგებლობას ზღვაზე მგზავრების და ბარგის გადაადგილების შემთხვევაში. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები 1. დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი - „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენციის, „ნავთობით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენციის და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 2002 წლის კონვენციის საფუძველზე, საზღვაო კოდექსისა და ამ წესების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი. 2. ლურჯი ბარათი (Blue Card) – მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად გაცემული დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. 3. P&I CLUB – გემთფლობელთა პასუხისმგებლობის საერთაშორისო კლუბი(International Group of P&I); 4. საბუნკერო კონვენცია – „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენცია; 5. CLC კონვენცია - „ნავთობით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენცია; 6. ათენის კონვენცია – „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 2002 წლის კონვენცია. მუხლი 4. სააგენტოს უფლებამოსილება 1. სააგენტო, საქართველოს საზღვაო კოდექსის საფუძველზე, გასცემს დაზღვევის ან სხვა ფინანსური გარანტიების დამადასტურებელ სერტიფიკატს. 2. სააგენტო უფლებამოსილია ასაღიარებელი ორგანიზაციიდან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები. მუხლი 5. სადაზღვევო კომპანიების აღიარების პირობები 1. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავტომატურად აღიარებს P&I საერთაშორისო კლუბის წევრებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამის გადამოწმება შეიძლება P&I კლუბის ვებგვერდზე (http://www.igpandi.org). 2. სააგენტოს მიერ შესაძლებელია აღიარებულ იქნეს P&I არაწევრი კომპანიის მიერ გაცემული დაზღვევა ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფა. 3. სააგენტოს მიერ აღიარების მისაღებად P&I საერთაშორისო კლუბის (International group of P & I) არაწევრმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) კომპანიის ფინანსური სტაბილურობის და გადახდისუნარიანობის სათანადო დოკუმენტაციის არსებობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ბოლო ერთი წლის ფინანსური აუდიტის შედეგებს და დამოწმებული იყოს აუდიტორის მიერ; ბ) კომპანიის მარეგისტრირებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამავე კომპანიის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებას და რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია/ნებართვა; გ) სათანადო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წინამდებარე წესში მოცემული კონვენციებით გათვალისწინებული რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაზღვევას; დ) წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პასუხისმგებლობის დაფარვას განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს მიყენებული ზარალის შედეგად; ე) სადაზღვევო კომპანიის ან გადამზღვევი კომპანიის რეიტინგი, რომელიც გამოცემულია დამოუკიდებელი, საერთაშორისო რეიტინგული/აუდიტორული კომპანიის მიერ; ვ) სადაზღვევო კომპანიის ან მფლობელი კომპანიის მიერ (Parent Company), ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაცემული გარანტია, რომელიც ფარავს წინამდებარე წესით გათვალისწინებული მე-3 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი კონვენციებით წარმოშობილი ლიმიტირებული პასუხისმგებლობის ხარჯებს იმ ზღვრამდე, რაც დადგენილია ამავე კონვენციებით ან „საზღვაო საჩივრებზე პასუხისმგებლობის შეზღუდვის“ 1976 წლის საერთაშორისო კონვენციით, ცვლილებათა გათვალისწინებით. 4. აღიარების მაძიებელი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების წარმოდგენა საკმარისია მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმატის სახით. 5. სააგენტოს შეუძლია წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-4, მე-5, და მე-6 პუნქტებით დადგენილი საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული სერტიფიკატების გაცემა გადასცეს/დაავალოს აღიარებული ორგანიზაციას საზღვაო კოდექსის II1 თავისა და ზემოაღნიშნული კონვენციის მოთხოვნათა თანახმად, რაზედაც IMO-ს გენერალურ სამდივნოს აწოდებს ინფორმაციას: ა) მის მიერ აღიარებული ორგანიზაციის კონკრეტული ვალდებულებებისა და მათთვის უფლებამოსილებათა გადაცემის პირობათა შესახებ, თარიღის მითითებით; ბ) ამგვარ უფლებამოსილებათა ჩამორთმევის შესახებ, თარიღის მითითებით. გადაცემული უფლებამოსილება ძალაში შედის გენერალური სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენიდან სამი თვის ვადაში. 6. აღიარებული დაწესებულება ან ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი რეესტრი და შეატყობინოს სააგენტოს თითოეული სერტიფიკატის გაცემის შესახებ. მუხლი 6. სერტიფიკატის ფორმა სააგენტო გასცემს ამ წესის №1, №2 და №3 დანართებით განსაზღვრულ სერტიფიკატებს. მუხლი 7. სერტიფიკატის გაცემის წესი და პროცედურა 1. გემთმფლობელი ან უფლებამოსილი პირი სააგენტოს მატერიალური ან ელექტრონული ვერსიის სახით წარუდგენს სერტიფიკატის გაცემის შესახებ განცხადებას და შემდეგ საბუთებს: ა) სადაზღვევო ლურჯ ბარათს; ბ) მომსახურების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. სერტიფიკატის გაცემის საფასური და გაცემის წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანები შესაბამისად. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება სადაზღვევო ორგანიზაციის /გარანტორის მიერ გაცემული ლურჯი ბარათის მოქმედების ვადის შესაბამისად. დანართი №1 საქართველო GEORGIA დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი, საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალით წარმოშობილ სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკაშირებით CERTIFICATE OF INSURANCE OR OTHER FINANCIAL SECURITY IN RESPECT OF CIVIL LIABILITY FOR BUNKER OIL POLLUTION DAMAGE გაცემულია „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალით წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ 2001 წლის საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლის დებულებათა შესაბამისად Issued in accordance with the provision of Article 7 of the International Convemtion on Civil Liability for Bunker Oil Pollution Damage 2001
წინამდებარე დოკუმენტი ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული გემის მიმართ მოქმედებს სადაზღვევო პოლისი ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც პასუხობს საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლის მოთხოვნებს. This is to Certify that there is in force in respect of the above named ship, a policy of insurance or other financial security satisfying the requirments of Article 7 of the International Convemtion on Civil Liability for Bunker Oil Pollution Damage 2001
დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის სახელი და მისამართი. Name and address of the Insurer(s) and/or Guarantor(s):
სერტიფიკატის მოქმედების ვადა. This certificate valid till:
გაცემულია ან დამოწმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, გაცემის ადგილი ISSUED OR CERTIFIED BY GOVERNMENT OF GEORGIA AT
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი (ხელმოწერა, ბეჭედი) DIRECTOR OF MARITIME TRANSPORT AGENCY (Signature, stamp)
Cert. No 00000
დანართი №2
საქართველო GEORGIA დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შედეგად მგზავრთა სიკვდილის ან ზიანის შედეგად გამოწვეული ზარალით წარმოშობილ პასუხისმგებლობასთან დაკაშირებით
CERTIFICATE OF INSURANCE OR OTHER FINANCIAL SECURITY IN RESPECT OF LIABILITY FOR THE DEATH OF AND PERSONAL INJURY TO PASSENGERS
გაცემულია „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შედეგად მგზავრთა სიკვდილით ან ზიანით გამოწვეული ზარალით წარმოშობილი პასუხისმგებლობის შესახებ“ 2002 წლის ათენის საერთაშორისო კონვენციის 4bis მუხლის დებულებათა შესაბამისად Issued in accordance with the provision of Article 4bis the Athens Convention relating to the Carriage of Passengers and their Luggage by Sea,2002
სერტიფიკატი გაიცემა იმის დასტურად, რომ ზემოაღნიშნულ გემთან მიმართებაში მოქმედებს სადაზღვევო პოლისი ან ნებისმიერი სხვა ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც აკმაყოფილებს „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციის მე-4bis მუხლის მოთხოვნებს. This is to Certify that there is in force in respect of the above named ship, a policy of insurance or other financial security satisfying the requirments of Article 4bis of the Athens Convention relating to the Carriage of Passengers and their luggage by sea, 2002.
დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის დასახელება და მისამართი. Name and address of the Insurer(s) and/or Guarantor(s):
სერტიფიკატის მოქმედების ვადა. This certificate valid till:
გაცემულია ან დამოწმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, გაცემის ადგილი ISSUED OR CERTIFIED BY GOVERNMENT OF GEORGIA AT
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი (ხელმოწერა, ბეჭედი) DIRECTOR OF MARITIME TRANSPORT AGENCY (Signature, stamp)
Cert. No 00000
დანართი №3
საქართველო GEORGIA
დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის სერტიფიკატი, ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე წარმოშობილ სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკაშირებით CERTIFICATE OF INSURANCE OR OTHER FINANCIAL SECURITY IN RESPECT OF CIVIL LIABILITY FOR OIL POLLUTION DAMAGE
გაცემულია „ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო ვალდებულების შესახებ“ 1992 წლის ლონდონის საერთაშორისო კონვენციის“ მე-7 მუხლის მოთხოვნათა და 1976 წლის პროტოკოლით მასში შეტანილი შესწორებების შესაბამისად Issued in accordance with the provisions of article VII of the International Convention on Civil Liability for Oil Pollution Damage, 1969, as modified by the Protocol of 1976 thereto and Article VII of the International Convention on Civil Liability for Oil Pollution Damage, 1992
წინამდებარე დოკუმენტი ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული გემის მიმართ მოქმედებს სადაზღვევო პოლისი ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც გაცემულია „ნავთობით დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე სამოქალაქო ვალდებულების შესახებ“ 1992 წლის ლონდონის საერთაშორისო კონვენციის“ მე-7 მუხლის მოთხოვნათა და 1976 წლის პროტოკოლით მასში შეტანილი შესწორებების შესაბამისად. This is to Certify that there is in force in respect of the above named ship, a policy of insurance or other financial security satisfying the requirments of Article 7 of the International Convention on the International Convention on Civil Liability for Oil Pollution Damage, 1969, as modified by the Protocol of 1976 thereto and Article VII of the International Convention on Civil Liability for Oil Pollution Damage, 1992
დამზღვევ(ებ)ის და/ან გარანტორ(ებ)ის სახელი და მისამართი. Name and address of the Insurer(s) and/or Guarantor(s):
სერტიფიკატის მოქმედების ვადა. This certificate valid till:
გაცემულია ან დამოწმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, გაცემის ადგილი ISSUED OR CERTIFIED BY GOVERNMENT OF GEORGIA AT
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი (ხელმოწერა, ბეჭედი) DIRECTOR OF MARITIME TRANSPORT AGENCY (Signature,stamp)
Cert. No 00000 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები