დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 28/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016325 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის: ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 10.837 თეთრი/კვტსთ;”. 2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სს „ხრამჰესი-1“-ისა და სს „ხრამჰესი-2“-ის შეძენისას განხორციელებული ინვესტიციების გარანტირებული დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ხრამჰესი-1“-ისა და სს „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგიის წარმოების გრძელვადიანი ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვარი) კორექტირება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენს 7%-ზე მეტს, 2016 წლის 1 ნოემბერიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე არსებული პერიოდის საშუალო გაცვლით კურსთან შედარებით (2.6011 ლარი = 1 აშშ დოლარი) და თუ კომისიაში წარდგენილია სრულყოფილი სატარიფო განაცხადი კომისიის მიერ დადგენილი წესითა და განსაზღვრული ფორმით. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ტარიფების კორექტირება ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში ცვლილების გამო განხორციელდეს ოთხჯერ: 2013 წლის 1 ნოემბერს, 2016 წლის 1 ნოემბერს, 2019 წლის 1 ნოემბერს და 2022 წლის 1 ნოემბერს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები