დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №4 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 6, 01/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010200000.32.040.000007 |
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №4
2008 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №5, 24.02.2005, მუხლი 15, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №7, 27.03.2007, მუხლი 15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე მ. აკიშბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები