აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2009
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 9, 20/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 010200000.32.040.000012
11
20/07/2009
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 9, 20/07/2009
010200000.32.040.000012
აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 20 ივლისის დადგენილება №11 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №11

2009 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის 25-ე მუხლების შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №5, 24.02.2005, მუხლი 15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-3 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროტოკოლის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და ანალიტიკური დეპარტამენტი;“.

2. დებულების მე-3 მუხლის „გ.ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) პროტოკოლის სამსახური;“.

3. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროტოკოლის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების ანალიზის, არსებული და პოტენციური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შეფასება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარის დავალების შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

დ) საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობების პირებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა-ორგანიზება;

ე) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა-მომზადების ორგანიზება;

ვ) შესაბამის სამსახურებსა და უწყებებთან ერთად, სხვადასხვა სადღესასწაულო და სხვა ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;

ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის ან/და მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება.“.

4. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა-მომზადების ორგანიზება;

ბ) შესაბამის სამსახურებსა და უწყებებთან ერთად, სხვადასხვა სადღესასწაულო და სხვა ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;

გ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 29 ივლისიდან.

 

მთავრობის თავმჯდომარე                                                გ. ბარამია