„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016198
01-232
28/11/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
010320040.22.030.016198
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-232

2019 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანების (ვებგვერდი, 13/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.030.016161) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სტაჟიორად და პრაქტიკანტად მიღება

„1. სტაჟიორად მიიღება  საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტირებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი/არის  სამაგისტრო ან  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B)  ძალიან კარგი 81-90%)/პირი, რომელმაც დაასრულა პროფესიული სწავლება, ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ  საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან  საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების  საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. სტაჟიორთა მიღება წარმოებს ამ წესით განსაზღვრული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფორმით.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირი სტაჟიორად მიიღება უკონკურსოდ.

4. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტირებული პროგრამის  მე-2, მე-3 და მე-4 კურსის  სტუდენტი/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

5. პრაქტიკანტთა მიღება წარმოებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე.

6. პირი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკანტად მიიღება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საფუძველზე.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს წელიწადში ორჯერ მაისის თვის ნებისმიერ სამუშაო დღეს და ნოემბრის თვის ნებისმიერ სამუშაო დღეს. კონკურსი ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, სამინისტროს ვებგვერდის და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.“;

გ) 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111. პრაქტიკანტთა შერჩევა, მიღება

1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – ადამიანური რესურსების დეპარტამენტი):

ა) ახორციელებს პრაქტიკანტთა შერჩევას, მიღებასა და შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილებას კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საბუთებისა და, საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების საფუძველზე;

ბ) აგვარებს  გასაუბრებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, აწარმოებს საჭირო დოკუმენტაციას.

2. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი (შემდგომში – უფლებამოსილი თანამდებობის პირი):

ა) ახორციელებს პრაქტიკანტთა შერჩევას და მიღებას კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საბუთებისა და, საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების საფუძველზე;

ბ) აგვარებს  გასაუბრებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, აწარმოებს საჭირო დოკუმენტაციას.

3. ცენტრალურ აპარატში პრაქტიკანტთა მიღების პროცედურებსა და პრაქტიკის გავლას საერთო კოორდინაციას უწევს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

4. კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ან/და ჩატარებული გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/უფლებამოსილი თანამდებობის პირი მინისტრს/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს მათ მიერ შერჩეულ კანდიდატთა მონაცემებს.

5. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს პრაქტიკის გავლის კანდიდატს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.“.

2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ მახარობლიშვილი