დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 ივლისის დადგენილება №8 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 9, 30/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010200000.32.040.000011 |
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №8
2008 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“ №5, 24.02.2005, მუხლი 15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების პირველ მუხლს დაემატოს „31"პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და საშტატო რიცხოვნობას ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე.“.
2. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №42; ზემო აფხაზეთი, სოფელი ჩხალთა.“.
3. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სახელზე შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის სფეროში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფას;”.
4. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ნ1” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ1) სასამართლოსა და სხვა ორგანოებში აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობას;”.
5. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტი;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;
გ) პროტოკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
გ.ა) დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის სამსახური;
დ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
ე) დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული სამსახური;
ზ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახური;
თ) საკადრო საკითხთა სამსახური.“.
6. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა1) მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის აპარატის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“.
7. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელმძღვანელობს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის დავალებების, აპარატის დებულებისა და სტრუქტურულ ერთეულის დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, ამავე დროს, პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;”.
8. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ა1” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა1) ამზადებს და აპარატის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა შორის და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;“.
9. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.
10. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. აპარატის თანამშრომლები
1. აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
2. აპარატის თანამშრომლების სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატში სტაჟირების გავლის წესი და პირობები განისაზღვრება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით.”.
11. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთავრობის თავმჯდომარის კავშირ-ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა, მოქალაქეთა მიღება და მოქალაქეთა საჩივრების განხილვა;
დ) მთავრობის თავმჯდომარის მისაღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობის განხორციელება;
ვ) მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროებში შემავალი უწყებების და მათი საქვეუწყებო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია. მიიღოს ზომები, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;
ბ) განახორციელოს სისტემატური კონტროლი აფხაზეთის მთავრობის და ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებების, განკარგულებების შესრულებაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს სათანადო წინადადებები მთავრობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის აპარატის მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება
3. პროტოკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ბ) საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობების პირებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა-ორგანიზება;
გ) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა-მომზადების ორგანიზება;
დ) შესაბამის სამსახურებსა და უწყებებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სადღესასწაულო და სხვა ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის ან/და მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება.
4. საორგანიზაციო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
ბ) საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად დოკუმენტირების, დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაციის, საინფორმაციო საძიებო სისტემებით, კონტროლისა და დოკუმენტების არქივში გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა;
გ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება;
დ) მთავრობის აპარატში ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც მოიცავს ტექნიკურ და საქმისწარმოების ფუნქციებს;
ე) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, აფხაზეთის მთავრობის სხდომების და მთავრობის თავმჯდომარის თათბირების მომზადების ორგანიზება;
ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დოკუმენტური ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა.
5. დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) განახორციელოს აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია. მიიღოს ზომები, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად განახორციელოს აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროების, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი პროგრამების, საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი;
გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოახდინოს მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
დ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისცეს შესაბამისი მითითებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და უწყებებს, მოითხოვოს მათგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით.
6. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) აფხაზეთის მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანებების პროექტების შემუშავება;
ბ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შესწავლა და მათი მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და მთავრობის აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მასალების (წერილი, განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონისა და კანონის პროექტების მომზადება და მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივის წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენა უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, უმაღლეს საბჭოში იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების წარდგენა, რომელთა წარდგენაც შედის მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციაში;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება მთავრობის თავმჯდომარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ;
თ) მთავრობის თავმჯდომარისათვის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტების ხელმოსაწერად წარდგენა, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნებით, უმაღლესი საბჭოსათვის კანონპროექტის დაბრუნება;
ი) მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;
კ) საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე წინადადებების მომზადება და ასეთ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან;
მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
7. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ბ) მთავრობის აპარატის კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა;
გ) მთავრობის აპარატში საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;
დ) საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის მიმოხილვა, მომზადება, საფინანსო-საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების, საპასუხო წერილების ან/და წინადადებების მომზადება;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
8. საკადრო საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობა, ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, გადამზადებისა (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება და მეთოდური უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენა;
დ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა მთავრობისათვის;
ე) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო ორგანოთა საკადრო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ;
ვ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი და სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სისტემის შექმნა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის აპარატის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტის პროექტების მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკებში ჩანაწერების შეტანა;
თ) მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ კონსულტაციების გაწევა;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
კ) მთავრობის აპარატის სისტემაში მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან.
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კუჭუხიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები