„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016324
29
22/11/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
300280000.16.009.016324
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №29

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
 „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  2.  თბოელექტროსადგურების  ტარიფები

1. გარანტირებული სიმძლავრის საფასურები:

ა) შპს „მტკვარი ენერჯი“ (თბილსრესის №9 ბლოკი) – 77 121 ლარი/დღე;

ბ) შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (თბილსრესის №3,4 ბლოკები) – 41 817 ლარი/დღე, მათ შორის:

ა.ა) №3 ბლოკისთვის – 20 006 ლარი/დღე;

ა.ბ) №4 ბლოკისთვის – 21 811 ლარი/დღე;

გ) შპს „ჯიფაუერი“ – 47 720 ლარი/დღე;

დ) შპს „გარდაბნის თბოსადგური“ – 383 971 ლარი/დღე.

2. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი ყოველი საანგარიშო თვისათვის განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

სადაც:

Tცვლ – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი  (თეთრი /კვტსთ);

P – კომისიასთან შეთანხმებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი (თეთრი/მ3);

Tტრანს – კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (თეთრი/მ3);

Tგანაწ – კომისიის ნორმატიული აქტით იმ განაწილების ლიცენზიატისათვის დადგენილი ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი (თეთრი/მ3), რომლის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე არის მიერთებული გარანტირებული სიმძლავრის წყარო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

V – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ საანგარიშო თვეში ელექტროენერგიის წარმოებისათვის შესყიდული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მოცულობა (მ3);

E – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ საანგარიშო თვეში სალტეზე გაცემული (რეალიზებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა (კვტსთ);

CRF – კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასურები მოქმედებს 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული ტარიფების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnerc.org), ხოლო გამოქვეყნების და, აგრეთვე, გასაანგარიშებლად წარსადგენი ინფორმაციის წესი და პირობები განსაზღვრულია კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებული „გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების და ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №3) 141 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით.

5. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით   განსაზღვრულ ვადებში დადგენილი წესით უზრუნველყოს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ანაზღაურება მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს:

ა) 275 დღისა – შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (თბილსრესის №9 ბლოკი);

ბ) 300 დღისა –  შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №3  ბლოკი);

გ) 300 დღისა –  შპს  „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №4 ბლოკი);

დ) 335 დღისა –  შპს „ჯიფაუერისთვის“;

ე) 300 დღისა –  შპს ,,გარდაბნის თბოსადგურისთვის“.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2019 წლის პირველი დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი