აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016290
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
26/11/2019
ვებგვერდი, 28/11/2019
040030000.32.061.016290
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/2019 - 06/12/2019)

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №39

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

 ა) ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“;

ბ) ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი“;

გ) „სულიერებისა და კულტურის ცენტრი.“.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტის მიზნებისათის 2019 წლის 31 დეკემბრამდე:

ა)  აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (რ. ნიჟარაძე)  უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ)  საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორმა (ი. ქეცბა) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“,  ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა“ და „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (რ. ნიჟარაძე).

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 23 ივნისის №28 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სულიერებისა და კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ“;

ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთის“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის რეორგანიზაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 13 ნოემბრის №19 დადგენილება და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 21 დეკემბრის №23 დადგენილება;

გ) „აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 21 თებერვლის №14 დადგენილება და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანება.

მუხლი 2
ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.

ბ) ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე