სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 009746/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240060.58.070.016078
009746/21
26/11/2019
ვებგვერდი, 28/11/2019
010240060.58.070.016078
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №009746/21

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამოცანების სრულყოფილად შესრულების უზრუნველყოფის და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მისი თითოეული მოსამსახურის სანიმუშო ქცევის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი (თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის №65/37 ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი




სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა

ეთიკის კოდექსი


მუხლი 1. კოდექსის რეგულირების სფერო

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს ეთიკურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებითაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომ − სამსახური) აუდიტორი თავის პროფესიულ საქმიანობაში და, თუ შესაფერისია, პირად ცხოვრებაში.

2. ამ კოდექსის დებულებები, შინაარსის მისადაგებით, აგრეთვე ვრცელდება სამსახურის სხვა მოსამსახურეებზე.

3. ეს კოდექსი განიმარტება მისი კონკრეტული ნორმების შინაარსისა და კოდექსის საერთო სულისკვეთების გათვალისწინებით.

 

მუხლი 2. ეთიკური ღირებულებები და პრინციპები

აუდიტორის ეთიკური ღირებულებები და პრინციპებია:

) პატიოსნება    მოქმედებს კეთილსინდისიერად, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით;

) დამოუკიდებლობა და ობიექტურობა − თავისუფალია გარემოებებისგან ან გავლენებისგან, რომლებიც პროფესიული განსჯის კომპრომეტირებას ახდენს, ან ასეთად შეიძლება იქნეს აღქმული, და იცავს მიუკერძოებლობას;    

) პროფესიონალიზმი − პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე, მაღალი ხარისხითა და პასუხისმგებლობით; 

დ) კონფიდენციალობა − იცავს მოთხოვნას სამსახურებრივი ინფორმაციის გამჟღავნების შეზღუდვის შესახებ, რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებით ბალანსდება;

ე) პროფესიული ქცევა    მოქმედებს შესაბამისი კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე და თავს არიდებს ქცევას, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სამსახურს.

 

მუხლი 3. პატიოსნება

აუდიტორი ცდილობს იყოს სამაგალითო, მოქმედებს რა კეთილსინდისიერად და საჯარო ინტერესების დაცვით. აღნიშნული გულისხმობს:

ა) ეთიკურად სწორ ქცევას, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული გადაწყვეტილების სანდოობას შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით:

ა.ა) დასაბუთებული    აუდიტის მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია გასაგებად, ნათლად არის ფორმულირებული და ემყარება მტკიცებულებების საკმარის და დამაჯერებელ ერთობლიობას, რომელიც ზუსტ, სწორ და სამართლიან პროფესიულ განსჯას უზრუნველყოფს;

ა.ბ) სარწმუნო სამუშაო დოკუმენტები ადასტურებს, რომ აუდიტი ჩატარდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად, აუდიტის პროცესში ყველა მეთოდოლოგიური საფეხური იქნა გავლილი და ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია არის სათანადოდ დასაბუთებული;

ბ) პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას − თანამდებობრივი მდგომარეობა, უფლებამოსილება, სამსახურებრივი ინფორმაცია და ქონება მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით იქნეს გამოყენებული;

გ) აუდიტორის მხრიდან, როგორც პატიოსნების ეთიკური ღირებულების უზრუნველმყოფი წესების დაცვას, ისე  მათი დაცვის ხელშეწყობას.

 

მუხლი 4. დამოუკიდებლობა და ობიექტურობა

1. აუდიტორის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განისაზღვრება:

ა) სუბიექტური მიუკერძოებლობის ტესტით − აუდიტორის მიმართ მოქმედებს მოლოდინი,  რომ პროფესიული საქმიანობა განახორციელოს სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან თავისუფლად, მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამ პრინციპის უზრუნველსაყოფად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად აუდიტორის აღქმას, დამოკიდებულებას საქმისა თუ რომელიმე მხარის მიმართ, გააჩნია თუ არა მას იმგვარი სუბიექტური გრძნობები, რომელთა დათრგუნვა და უარყოფაც, მისი ადამიანური ბუნების გათვალისწინებით, არ შეუძლია. აუდიტორი  აკმაყოფილებს სუბიექტური მიუკერძოებლობის სტანდარტს, როდესაც სუბიექტური თვალსაზრისით არ არის მიკერძოებული და დაინტერესებული საქმის შედეგით; 

ბ) ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტით − აუდიტორი აკმაყოფილებს ობიექტური  მიუკერძოებლობის სტანდარტს, როდესაც არ არსებობს გარემოება, რომელიც ობიექტური დამკვირვებლისთვის აუდიტორის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის. როდესაც იკვეთება გარემოება, რომლის საფუძველზე აუდიტორის მიუკერძოებლობის თაობაზე ეჭვის წარმოშობა შეიძლება გამართლებული, ლოგიკური იყოს, ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი იმის შემოწმებას გულისხმობს, უზრუნველყოფილია თუ არა საკმარისი გარანტიები ამ მიმართებით აუდიტორის წინააღმდეგ ეჭვების გამოსარიცხად. როდესაც ეჭვს მიუკერძოებლობის თაობაზე ობიექტური საფუძველი გააჩნია, მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, არის თუ არა აუდიტორი მართლაც მიკერძოებული სუბიექტურად. სწორედ ამ გზით ხდება აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის თვალსაჩინობის პრინციპის უზრუნველყოფა.    

2. აუდიტორი მოქმედებს ზეგავლენის გარეშე და თავს არიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ფაქტობრივად ან გარეგნულად ზღუდავს მის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას. აღნიშნული მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობას:  

ა) აუდიტორი მოქმედებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, რაც პროფესიული საქმიანობის პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფლად და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან  დამოუკიდებლად განხორციელებას ითვალისწინებს. იგი თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად; 

ბ) აუდიტორი არ მონაწილეობს აუდიტის ობიექტის ადამიანური, ფინანსური, მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების მართვისა და სხვა ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლებიც აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობას, მართვასა და კონტროლს უკავშირდება და აუდიტის ობიექტის მენეჯერულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს;    

გ) აუდიტორი უზრუნველყოფს სამსახურის ინფორმირებას ისეთი გარემოებების შესახებ,  რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან აღქმულ იქნეს, როგორც კერძო ინტერესის პირდაპირი ან არაპირდაპირი  გავლენა  მის სამსახურებრივ საქმიანობაზე (მაგალითად, აუდიტის ობიექტთან ან აუდიტის საგანთან პირადი ან სამსახურებრივი ინტერესი აკავშირებს ან აკავშირებდა);

დ) აუდიტორი არ იღებს შეთავაზებას ან/და საჩუქარს, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან აღქმულ იქნეს კერძო ინტერესის გატარების საფუძვლად. 

 

მუხლი 5. პროფესიონალიზმი

1. აუდიტორი უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობას კვალიფიციურად, სათანადო გულმოდგინებითა და ეტიკეტის დაცვით ახორციელებს. 

2. აუდიტორის პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი კრიტერიუმების მახასიათებლებია:

ა) კვალიფიკაცია − სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფლობა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების კოლეგებისათვის გაზიარების მზაობა, ასევე სიახლეების მიმართ ღიაობა, პროფესიული ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა (თვითგანვითარება, პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა);

ბ) გულმოდგინება − სამუშაოს ყურადღებით, საფუძვლიანად, მონდომებით და დროულად შესრულება;

გ) ეტიკეტი − მომსახურების სტანდარტისა და საოფისე კულტურის შესაბამისი ქცევა (თავაზიანობა, თავდაჭერილობა, კოლეგებს შორის ურთიერთპატივისცემა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და სხვ.).

 

მუხლი 6. კონფიდენციალობა

1. აუდიტორი არ ამჟღავნებს სამსახურებრივ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საამისოდ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

2. აუდიტორი თავს არიდებს სამსახურებრივი ინფორმაციის გამოყენებას კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად.

3. აუდიტორი იღებს სათანადო ზომებს კონფიდენციალობის დაცვის უზრუნველსაყოფად (პაროლების, ელექტრონული ინფორმაციის მატარებლების უსაფრთხოების დაცვა, სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოფით საუბრებში ზომიერების, სიფრთხილის გამოჩენა და სხვ.). 

4. კონფიდენციალობის დაცვა აუდიტორს სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც მოეთხოვება.

    

მუხლი 7. პროფესიული ქცევა

1. აუდიტორი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი მოთხოვნებით. 

2. აუდიტორი თავს იკავებს ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სამსახურს, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი, თუ სამსახურის გარეთ.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.