„ხონის მუნიცპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის-ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016408
104
27/11/2019
ვებგვერდი, 28/11/2019
010250050.35.119.016408
„ხონის მუნიცპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის-ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №104

2019 წლის 27 ნოემბერი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  010250050.35.119.016361, 07/03/2018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15.  საკუთარი  უფლებამოსილების  ფარგლებში  დამრღვევი  ფიზიკური ან/და იურიდული პირების მიმართ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე