დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის N50 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 431 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 20/04/2004 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.11.106.006460 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №431 2004 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი |
,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, N39, 2000წ., 5 მაისი, მუხ. 368) მე-11 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი: ,,ა.ე) ანიჭებს პირს ცენტრის წარმომადგენლობას და განსაზღვრავს მის ფარგლებს;” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით: ა.ა) სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; ა.ბ) განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის აპარატის საშტატო განრიგს და ნუსხას; ა.გ) ამტკიცებს ცენტრის ფილიალების დებულებებს. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ფილიალების დირექტორებს; ა.დ) ნიშნავს გამოცდებს და ამტკიცებს საგამოცდო კომისიის შემადგენლობას; ა.ე) ანიჭებს პირს ცენტრის წარმომადგენლობას და განსაზღვრავს მის ფარგლებს;”. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები