დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია–მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120200010.22.034.016922 |
|
„სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №152 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120200010.22.034.016286) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს პროკურატურის, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და სამსახურებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესსა და პირობებს.“. 2. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უწყება – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს პროკურატურა, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და სამსახურებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები;“. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უწყება ვალდებულია ამ წესის შესაბამისად უზრუნველყოს კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტთვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. 2. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტთვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადასაგზავნი ტყვია-მასრების მიღების მიზნით, უწყება ახორციელებს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტულ გასროლას. 3. უწყების კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის შედეგად ამოღებული ტყვია-მასრების გადაგზავნა წარმოებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვია-მასროთეკაში.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დალუქული კონტეინერები ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით ბარდება სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, რის შესახებაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 1. უწყება ვალდებულია წერილობით აცნობოს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადასაცემი ტყვია-მასრების რაოდენობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი დოკუმენტის მიღების შემდეგ, უწყების მიერ გადასაცემი ტყვია-მასრების რაოდენობის შესაბამისად, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ადგენს ტყვია-მასრების გადაცემის განრიგს. ტყვია-მასრების რაოდენობის გათვალისწინებით, დასაშვებია მათი ეტაპობრივი გადაცემა. 3. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ვალდებულია, შედგენილი განრიგის შესაბამისად, მაგრამ ტყვია-მასრების გადაცემამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით აცნობოს უწყებას: ა) ტყვია-მასრების გადაცემისათვის განსაზღვრული დრო (რიცხვი, თვე, წელი); ბ) ტყვია-მასრების ეტაპობრივად გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, თითოეულ ეტაპზე გადასაცემი ტყვია-მასრების რაოდენობა. 4. უწყებას უფლება აქვს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს წერილობით სთხოვოს შესაბამისი განრიგით განსაზღვრული დროის გადავადება, მაგრამ არაუმეტეს 3 კალენდარული თვისა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები