ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26/93
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 25/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.111.016003
26/93
25/11/2019
ვებგვერდი, 27/11/2019
000000000.00.111.016003
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №26/93

2019  წლის 25  ნოემბერი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12 და მე-15  პუნქტების თანახმად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 4 ნოემბრის №18 ოქმის შესაბამისად,

მუხლი 1.

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩას ეწოდოს პეტრე ზამბახიძის ქუჩის  სახელი, თანდართული სიტუაციური გეგმისა და ორთოფოტოს შესაბამისად.

2. აბრა წარწერით „პეტრე ზამბახიძის ქუჩა“ დაიდგას ქუჩის შემოსასვლელში.

3. ეს განკარგულება:

ა)გადაეგზავნოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების  მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ბ ) 10 დღის ვადაში:

ბ.ა) გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე .

მუხლი 2.

განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.

მუხლი 3.

 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 4.

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3).

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი,

თავმჯდომარის მოადგილე       აკაკი დარჯანია