ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის „თავისუფლების“ სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის „თავისუფლების“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016005
47
21/11/2019
ვებგვერდი, 27/11/2019
000000000.00.152.016005
ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის „თავისუფლების“ სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №47

2019 წლის 21 ნოემბერი

ქ. დუშეთი

ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის „თავისუფლების“ სახელის მინიჭების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მეორე პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს „თავისუფლების“ სახელი თანდართული რუკის მიხედვით.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად.

5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17 ).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                გიორგი ინაშვილი