დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 დეკემბრის N01-58/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-120/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016688 |
|
,,საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 დეკემბრის №01-58/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 დეკემბრის №01-58/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 28/12/2015; 470230000.22.035.016367) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული:
|
ა)
№2 დანართის (საჯარიმო ქვითრის შევსებისა და წარდგენის წესი) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საჯარიმო ქვითრის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ფორმა) შევსების, წარდგენისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“; |
ბ)
№5 დანართი (სააღსრულებო ფურცელის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №5
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ფურცელი გაიცა ___________________________________________________________________ ___________________________________________________________________ უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი __________________________________________________________________________ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №______________________________ საქმეზე შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი № ______________________ საჯარიმო ქვითრის ნომერი __________________________________________ საჯარიმო ქვითრის შედგენის თარიღი _________________________________ საჯარიმო ქვითრის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: _______________________________________________________________ დაედო სამართალდამრღვევის სახელი, გვარი ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც გათვალისწინებულია „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ________________________ შესაბამისად და მუხლი, პუნქტი დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა _______________________ ციფრებით (___________________________) ლარის ოდენობით. სიტყვიერად კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: სახელმწიფო ბიუჯეტი: ერთიანი ანგარიშის № ___________________________ სახელმწიფო ხაზინის № _________________________ სახაზინო კოდი № ______________________________ მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ______________________________________________________________________ ______________________________________________________________________ მისამართი: ________________________________________________________________ პირადი ან/და საიდენტიფიკაციო № ___________________________ სხვა რეკვიზიტები: _______________________________________________________________________ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: ____________________ წ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უფლებამოსილი პირი: ________________________________ ხელმოწერა . |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები