დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.152.016007 |
|
ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მეორე პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალქ დუშეთში მდაბარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელი თანდართული რუკის მიხედვით. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად. 5. განკარგულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები