დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო სამსახურის სისტემის მუშაკებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 211 |
დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
მიღების თარიღი | 19/08/1996 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 10/09/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.012.000.130 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №211
1996 წლის 19 აგვისტო
საქართველოს საბაჟო სამსახურის სისტემის მუშაკებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „დებულება საქართველოს საბაჟო სამსახურის სისტემის მუშაკთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ“ და წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციაში გასატარებლად.
2.ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მუშაკთათვის პერსონალური წოდებების მინიჭების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის 1994 წლის 14 მარტის №28 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.
3. ამ დებულებით განსაზღვრული წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბ-ონ თ. აბულაძეს.
მინისტრი დ. იაკობიძე
დებულება
საქართველოს საბაჟო სამსახურის სისტემის მუშაკთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ
1. დებულება „საქართველოს საბაჟო სამსახურის სისტემის მუშაკთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ“ დამუშავებულია „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონის საფუძველზე.
2. დამტკიცდეს საქართველოს საბაჟო სამსახურის სისტემის მუშაკთა კატეგორიის მიხედვით შემდეგი სპეციალური წოდებები:
რიგითი შემადგენლობისათვის
საბაჟო სამსახურის გუშაგი
საბაჟო სამსახურის უფროსი გუშაგი
საშუალო რანგის მუშაკთა შემადგენლობისათვის
საბაჟო სამსახურის III კლასის ინსპექტორი
საბაჟო სამსახურის II კლასის ინსპექტორი
საბაჟო სამსახურის I კლასის ინსპექტორი
უფროსი რანგის მუშაკთა შემადგენლობისათვის
საბაჟო სამსახურის უმცროსი მრჩეველი
საბაჟო სამსახურის მრჩეველი
საბაჟო სამსახურის უფროსი მრჩეველი
უმაღლესი რანგის მუშაკთა შემადგენლობისათვის
საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი
საბაჟო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
3. დადგინდეს, რომ საბაჟო სამსახურის გუშაგის სპეციალური წოდების მისაღებად სამსახურის ვადა არ არის განსაზღვრული.
დადგინდეს საბაჟო სამსახურის უფროსი გუშაგის სპეციალური წოდების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა სამსხურის ვადა – 1 წელი.
4. დადგინდეს სპეციალური წოდებებში სამსახურის შემდეგი ვადები:
რიგითი შემადგენლობისათვის
საბაჟო სამსახურის გუშაგი – 1 წელი
საბაჟო სამსახურის უფროსი გუშაგის სპეციალურ წოდებაში ნამსახურის ვადა დადგენილი არ არის
საშუალო რანგის მუშაკთა შემადგენლობისათვის
საბაჟო სამსახურის III კლასის ინსპექტორი – 2 წელი
საბაჟო სამსახურის II კლასის ინსპექტორი – 2 წელი
საბაჟო სამსახურის I კლასის ინსპექტორი – 3 წელი
უფროსი რანგის მუშაკთა შემადგენლობისათვის
საბაჟო სამსახურის უმცროსი მრჩეველი – 3 წელი
საბაჟო სამსახურის მრჩეველი – 3 წელი
საბაჟო სამსახურის უფროსი მრჩვლის და უმაღლეს სპეციალურ წოდებებში ნამსახურის ვადა არ ისაზღვრება.
5. სპეციალურ წოდებაში ყოფნის ვადა აღირიცხება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.
6. დადგინდეს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის და საბაჟო ორგანოების მუშაკთათვის დაკავებული თანამდებობების შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წიდებები – „ჭერი“.
------------------------------------------------------------------------------------------------------
№ თანამდებობა ზღვრული წოდება
------------------------------------------------------------------------------------------------------
I. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს საბაჟო სამსახურის
თავმჯდომარე. მთავარი სახელმწიფო მრჩეველი
------------------------------------------------------------------------------------------------------
II. საქართველოს საბაჟო დეპატამენტის საქართველოს საბაჟო სამსახურის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სახელმწიფო მრჩეველი.
------------------------------------------------------------------------------------------------------
III. საქართველოს საბაჟო დეპატამენტის საქართველოს საბაჟო სამსახურის
თავმჯდომარის მოადგილე სახელმწიფო მრჩეველი.
------------------------------------------------------------------------------------------------------
IV. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს საბაჟო სამსახურის
სამმართველოს უფროსი; სახელმწიფო მრჩეველი.
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
დამოუკიდბელი განყოფილების გამგე;
- საბაჟოს უფროსი.
------------------------------------------------------------------------------------------------------
V. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის განყოფილების საქართველოს საბაჟო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე; უფროსი მრჩეველი;
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
დამოუკიდებელი განყოფილების გამგის
მოადგილე;
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის განყოფილების გამგე;
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
თავმჯდომარის თანაშემწე;
- საბაჟოს უფროსის პირველი მოადგილე
------------------------------------------------------------------------------------------------------
VI. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს საბაჟო სამსახურის
განყოფილების გამგის მოადგილე; მრჩეველი
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
მთავარი ინსპექტორი;
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი;
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
მთავარი ინჟინერი;
- საბაჟოს უფროსის მოადგილე;
------------------------------------------------------------------------------------------------------
VII. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს საბაჟო სამსახურის
წამყვანი ინსპექტორი; უმცროსი მრჩეველი
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
წამყვანი სპეციალისტი;
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
წამყვანი ინჟინერი;
- საბაჟო განყოფილების გამგე;
- საგუშაგოს უფროსი;
- საბაჟოს უფროსის თანაშემწე.
------------------------------------------------------------------------------------------------------
VIII. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს საბაჟო სამსახურის
უფროსი ინსპექტორი პირველი კლასის ინსპექტორი
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
უფროსი სპეციალისტი;
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
უფროსი ინჟინერი;
- საბაჟო განყოფილების გამგის მოადგილე;
- საგუშაგოს უფროსის მოადგილე;
- საბაჟოს ცვლის უფროსი;
- საბაჟოს მთავარი ინსპექტორი;
- საბაჟოს მთავარი სპეციალისტი;
- საბაჟოს მთავარი ინჟინერი;
- საბაჟოს წამყვანი ინსპექტორი;
- საბაჟოს წამყვანი სპეციალისტი;
- საბაჟოს წამყვანი ინჟინერი.
------------------------------------------------------------------------------------------------------
IX. საბაჟოს უფროსი ინსპექტორი; საქართველოს საბაჟო სამსახურის
- საბაჟოს უფროსი სპეციალისტი; მეორე კლასის ინსპექტორი
- საბაჟოს უფროსი ინჟინერი;
- საბაჟოს სპეციალისტი;
- საბაჟოს ინსპექტორი;
- საბაჟოს ინჟინერი;
- საბაჟოს პასუხისმგებელი მორიგე;
- მოლარე.
------------------------------------------------------------------------------------------------------
X. საბაჟო დაცვის სამსახურის რიგითი; საქართველოს საბაჟო სამსახურის
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მძღოლი; უფროსი გუშაგი
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის დარაჯი;
- საბაჟოს მძღოლი;
- საბაჟოს დარაჯი;
------------------------------------------------------------------------------------------------------
6.1. მე-6 პინქტის VI, VII, VIII და IX ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მქონე მუშაკებისათვის შეიძლება ზღვრულზე ერთი საფეხურით აღმატებული წოდების მინიჭება განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
7.1. საბაჟო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის და საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პერეზიდენტი საქართველოს საბაჟო დეპარტამეტის წარდგინებით.
7.2. საბაჟო სამსახურის უფროსი მრჩევლის, მრჩევლის და უმცროსი მრჩევლის, საბაჟო სამსახურის I, II, III კლასის ინსპექტორების, საბაჟო სამსახურის უფროსი გუშაგის და გუშაგის სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს საბაჟო დეპარტსმენტის თავმჯდომარე საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოების, საბაჟოების წარდგინებით.
8. რიგითი შემადგენლობის პირველი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მუშაკებს, რომლებიც მიიღებენ სამუშაოდ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში რიგით თანამდებობებზე, ამასთან მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას ან სხვა სპეციალურ წოდებას, რომლებიც ამ მუშაკს გააჩნია.
8.1. რიგითი შემადგენლობის სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად (ბრძანებაში დანიშვნის ტექსტის შემდეგ მიეთითება - „გუშაგის“, „უფროსი გუშაგის“ სპეციალური წოდების მინიჭებით).
8.2. თუ პირი თანამდებობაზე ინიშნება არა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ, მაშინ ასეთი პირის დანიშვნის თანადროულად კეთდება წარდგინება მისთვის რიგითი შემადგენლობის სპეციალური წოდების მისანიჭებლად.
9. საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ახლად მიღებულ მუშაკებს, რომლებიც დაინიშნენ ამ დებულების მე-6 პუნქტის IV, V, VI, VII, VIII და IX ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე და რომელთაც არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ პირველი სპეციალური საბაჟო წოდება – „საქართველოს საბაჟო სამსახურის III კლასის ინსპექტორი“ თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.
10. მორიგი სპეციალური წოდება მუშაკებს მიენიჭებათ დადებითი ატესტაციის, წოდებაში ნამსახური ვადის გასვლისა (გარდა დებულების მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის) და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში (გამონაკლისს წარმოადგენს დებულების 6.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები).
ამასთან ერთად, როგორც წესი, სპეციალური წოდებები „საბაჟო სამსახურის უმცროსი მრჩეველი“ და ზევით, მიენიჭებათ მუშაკებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება.
11. პირებს, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ საბჭოთა კავშირის საბაჟო სამსახურის სპეციალური წოდებები და განაგრძობენ სამსახურს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში, საბჭოთა კავშირის საბაჟო სამსახურის ბოლო სპეციალური წოდება ეცვლებათ ამ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური საბაჟო წოდებით.
12. გასამართლებულ, შემდგომში კი სასამართლოს მიერ რეაბილიტირებულ და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში აღდგენილ, აგრეთვე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ და სასამართლოს მიერ აღდგენილ პირებს გაცდეინლი წლების გათვალისწინებით აღდგენისას შეიძლება მიენიჭოთ სპეციალური წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით.
13. პირებს, რომელთაც სამხედრო ან განსხვავებული სპეციალური წოდება აქვთ პირველი სპეციალური საბაჟო წოდება მიენიჭებათ არანაკლებ იმ წოდებისა, რაც მათ გააჩნდათ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში სამუშაოდ მიღებისას.
ასეთ პირებს პირველი სპეციალური საბაჟო წოდება მიენიჭებათ თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის ვადის გასვლისას.
14. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მუშაკთათვის სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანმიმდევრობითი წესით, აკრძალულია სპეციალური წოდებების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
15. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის ან პრეზიდენტის დავალებათა წარმატებით შესრულების ან სხვა განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე, როგორც გამონაკლისი, მაღალი პროფესიული მომზადებისა და საჭირო სპეციალობის შესაბამისი დიდი გამოცდილების მქონე ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშნულ მუშაკს საბაჟო დეპარტამეტის თავმჯდომარის წარდგინებით ვადაზე ადრე მიანიჭოს მორიგი სპეციალური წოდება.
15.1. ვადაზე ადრე მორიგი სპეციალური წოდება პენსიაში გასვლის წინ შეიძლება მიენიჭოთ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში მომუშავე იმ მუშაკებს, რომლებმაც 10 და მეტი წელი უმწიკვლოდ იმსახურეს საბაჟო სისტემაში.
16. ერთდროულად მუშაკის მორიგი სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მისანიჭებლად და დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით სპეციალური წოდების ზღვარზე ერთი საფეხურით ზემოთ წარდგენა დაუშვებელია.
17. საშუალო და უფროსი რანგის შემადგენლობის მუშაკებს, რომლებიც ადრე მსახურობდნენ საბაჟო ორგანოების სისტემაში და ხელახლა იწყებენ იქ მუშაობას, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ბოლო წოდებაში ყოფნის ფროს შეიძლება ჩაეთვალოთ ამ წოდებაში ნამსახურის ვადაში.
18. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად მუშაკები წარდგენილი უნდა იქნენ მათი უშუალო უფროსების მიერ.
წარდგენის უსაფუძვლოდ დაგვიანებისათვის შესაბამის უფროსებს ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
19. დაუშვებელია მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად იმ მუშაკის წარდგენა, რომელსაც გააჩნია დისციპლინური სასჯელი ან არსებითი ნაკლოვანებები სამსახურებრივ საქმიანობაში.
20. პირველი ან მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება (დანართი 1), რომელიც იგზავნება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის კადრების სამმართველოში მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.
21. საქართველოს საბჟო დეპარტამენტის სისტემის მუშაკთათვის სპეციალური წოდებების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლო განაჩენით.
22. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმდჯომარეს უფლება აქვს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მუშაკებს ჩამოუქვეითოს მის მიერ მინიჭებული სპეციალური წოდება ერთი საფეხურით (მათ შორის ამ დებულების 25-ე პუნქტით გათვალისწინებული დარღვევებისათვის).
მასვე შეუძლია სპეციალური წოდების აღდგენა ჩამოქვეითებიდან მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ.
22.1. ჩამოქვეითებული წოდებით ნამსახური აღდგენილი წოდების ნამსახურის ვადაში არ შედის.
23. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მუშაკთათვის სპეციალური წოდებების განმასხვავებელი ნიშნები მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბაჟო სამსახურის ატრიბუტიკასთან ერთად.
24. კონტროლს სპეციალური წოდებების მინიჭების დროულობაზე ახორციელებს საბაჟო დეპარტამენტის კადრების სამმართველო, სადაც ინახება მოცემული მუშაკის პირადი საქმე.
25. პირები, რომლებიც თვითნებურად მიიკუთვნებენ სპეციალურ საბაჟო წოდებებს, უნებართვოდ ატარებენ ფორმას და სხვა განმასხვავებელ ნიშნებს პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
25.1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში მომუშავე პირებს ამ დებულების 25-ე პუნქტში მოცემული დარღვევებისათვის შეუმციროს მატერიალური წახალისების თანხა.
დანართი 1
თანამდებობით გათვალისწინებული
ზღვრული სპეციალური წოდება
__________________________________
__________________________________
წარდგინება
___________________________________ სპეციალური წოდების მისანიჭებლად
(რომელი წოდების)
___________________________________________________________________________
(სახელი, მამის სახელი, გვარი,
____________________________________________________________________________
სამუშაო ადგილი, თანამდებობა)
დაბადების წელი _________________ განათლება _________________________________
(როდის და რომელი
_____________________________________________________________________________
სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)
ახლანდელი წოდება __________________________________________________________
მიენიჭა ______________________________________ №….. 199 .. წ „-----„ „------------„
(ვისი და რომელი ბრძანებით)
(დახასიათება)
წარდგენილია ____________________________________________ სპეციალური საბაჟო წოდების მისანიჭებლად.
სამმართველოს უფროსი, საბაჟოს უფროსი
(ხელმოწერა)
დოკუმენტის კომენტარები