დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016009
51
21/11/2019
ვებგვერდი, 27/11/2019
000000000.00.152.016009
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №51

2019 წლის 21 ნოემბერი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მეორე პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელი თანდართული რუკის მიხედვით.

2. განკარგულება გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                      გიორგი ინაშვილი