მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ოქეი“ (ს/კ 405126457) ლიკვიდატორის განცხადება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ოქეი“ (ს/კ 405126457) ლიკვიდატორის განცხადება
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ოქეი“ ლიკვიდატორი
მიღების თარიღი 22/11/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
22/11/2019
ვებგვერდი, 27/11/2019
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ოქეი“ (ს/კ 405126457) ლიკვიდატორის განცხადება
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ოქეი“ ლიკვიდატორი
 

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ოქეის“

(ს/კ 405126457)

ლიკვიდატორის

განცხადება


საქართველოს ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 8 ნოემბრის №1499 განკარგულებით, დაიწყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ოქეის“ ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319).

პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ოქეის“ მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ოქეის“ ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319), შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, თენგიზ აბულაძის პირველი ჩიხი №10, საკონტაქტო ტელ.: 568 16 17 26, უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

    იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ლიკვიდატორი გიორგი ნაროუშვილი.