“საქართველოსა და გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლა

დოკუმენტის ნომერი UNOPS-31-01-19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 17/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016593
UNOPS-31-01-19
31/01/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
480140000.03.030.016593
“საქართველოსა და გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
“საქართველოსა და გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლა

[საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისი UNOPS]

კოპენჰაგენი, 2018 წლის 21 დეკემბერი

მისი აღმატებულება ბატონი დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი

შიო ჩიტაძის 4, თბილისი 0118

საქართველო

თქვენო აღმატებულებავ,

მაქვს პატივი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით, ვახსენო საქართველოში საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისის (UNOPS) განთავსების შესახებ შემოთავაზება. უნდა აღინიშნოს, რომ გენერალური ასამბლეის 48/501 გადაწყვეტილებით UNOPS დაარსდა გაეროს დამხმარე ორგანოდ, რათა უზრუნველყოს inter alia მდგრადი პროექტირების, მიწოდებისა და ინფრასტრუქტურის მართვის მომსახურება გაეროს წევრი ქვეყნების სასარგებლოდ.

აგრეთვე მაქვს პატივი ვახსენო თბილისში 1994 წლის 1 ივლისს დადებული საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (UNDP) შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება (UNDP ძირითადი ხელშეკრულება), რომელიც ადგენს იმ საბაზისო პირობებს, რომელთა საფუძველზეც UNDP და მისი აღმასრულებელი სააგენტოები განვითარების ღონისძიებების განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი შემოგთავაზოთ UNDP ძირითადი ხელშეკრულება გავრცელდეს mutatis mutandis საქართველოში UNOPS-ის ოფისის პერსონალთან, საქმიანობასთან, საკუთრებასთან და ანგარიშებთან მიმართებით.

გთავაზობთ, რომ ზემოაღნიშნულ შემოთავაზებაზე თქვენი წერილობითი თანხმობის მიღებით, წინამდებარე წერილების გაცვლით, საქართველოსა და გაეროს შორის დაიდოს შეთანხმება UNDP ძირითადი ხელშეკრულების UNOPS-ზე გავრცელების შესახებ, თქვენი პასუხის თარიღით, და ძალაში შედის გაეროს მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველო იუწყება, რომ დაასრულა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი აღმატებულობის მიმართ.

[UNOPS-ის ბეჭედი]

[ხელმოწერა]

გრეტე ფარემო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე

და UNOPS-ის აღმასრულებელი დირექტორი

[საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი]

თბილისი

2019 წლის 31 იანვარი

[ძვირფასო გენერალური მდივნის მოადგილევ,]

მაქვს პატივი დავადასტურო თქვენი 2018 წლის 21 დეკემბრის წერილის მიღება, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:

„მაქვს პატივი ვახსენო საქართველოში საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისის (UNOPS) განთავსების შესახებ შემოთავაზება. უნდა აღინიშნოს, რომ გენერალური ასამბლეის 48/501 გადაწყვეტილებით UNOPS დაარსდა გაეროს დამხმარე ორგანოდ, რათა უზრუნველყოს inter alia მდგრადი პროექტირების, მიწოდებისა და ინფრასტრუქტურის მართვის მომსახურება გაეროს წევრი ქვეყნების სასარგებლოდ.

აგრეთვე მაქვს პატივი ვახსენო თბილისში, 1994 წლის 1 ივლისს დადებული საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (UNDP) შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება (UNDP ძირითადი ხელშეკრულება), რომელიც ადგენს იმ საბაზისო პირობებს, რომელთა საფუძველზეც UNDP და მისი აღმასრულებელი სააგენტოები განვითარების ღონისძიებების განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი შემოგთავაზოთ UNDP ძირითადი ხელშეკრულება გავრცელდეს mutatis mutandis საქართველოში UNOPS-ის ოფისის პერსონალთან, საქმიანობასთან, საკუთრებასთან და ანგარიშებთან მიმართებით.

გთავაზობთ, რომ ზემოაღნიშნულ შემოთავაზებაზე თქვენი წერილობითი თანხმობის მიღებით, წინამდებარე წერილების გაცვლით, საქართველოსა და გაეროს შორის დაიდოს შეთანხმება UNDP ძირითადი ხელშეკრულების UNOPS-ზე გავრცელების შესახებ, თქვენი პასუხის თარიღით, და ძალაში შედის გაეროს მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველო იუწყება, რომ დაასრულა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.“

მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, რომ ზემოაღნიშნული შემოთავაზებები საქართველოსთვის მისაღებია. აგრეთვე მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, რომ თქვენი წერილითა და წინამდებარე საპასუხო წერილით იდება UNDP ძირითადი ხელშეკრულების UNOPS-ზე გავრცელების შესახებ საქართველოსა და გაეროს შორის  შეთანხმება, წინამდებარე ნოტის თარიღით, და ძალაში შედის გაეროს მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველო იუწყება, რომ დაასრულა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი აღმატებულობის მიმართ.

[ხელმოწერა]

დავით ზალკალიანი

[საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭედი]

მისი აღმატებულება ქალბატონი გრეტე ფარემო

გენერალური მდივნის მოადგილე და UNOPS-ის აღმასრულებელი დირექტორი

კოპენჰაგენი, დანიის სამეფო