ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 77 03
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016004
77 03
22/11/2019
ვებგვერდი, 26/11/2019
000000000.00.139.016004
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №77 03

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის ქუჩის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე   მუხლის   1-ლი   პუნქტის   „ა.ე“   ქვეპუნქტის,   61-ე      მუხლის   მეორე   პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების მე-7  მუხლის და  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 18/11/2019 წლის N01/5362 წერილის შესაბამისად:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე ტერიტორიას ეწოდოს „კარლ რამმის“ სახელობის ქუჩა თანდართული რუკის თანახმად (დანართი 1).

2. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ  პირს – სახელმწიფო სერვისების  განვითარების  სააგენტოს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4.   განკარგულება   მისი   მიღებიდან   10   დღის   ვადაში   გამოქვეყნდეს      სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62).

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი