დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 03/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 18, 07/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010200000.30.040.000004 |
აფხაზეთის კანონი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის ( „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე” № 30, 28.12.2006, მუხლი 81) 142 მუხლში შევიდეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 142 .
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში – „წარმომადგენლობა”) წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას.
2. წარმომადგენლობა იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორცილებლად.
3. წარმომადგენლობა იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით.
4. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მეშვეობით.
5. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დებულებას დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის მთავრობას აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. წარმომადგენლობის დებულებაზე ვრცელდება “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
6. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
8. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით.
9. წარმომადგენლობა ფინანსდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.” .
მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე გ . ბარამია
ქ. თბილისი.
2009 წლის 3 დეკემბერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები