დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 27/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 7, 27/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010200000.30.040.000002 |
აფხაზეთის კანონი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ( „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე” №4, 30.11.2004, მუხლი მე-7 და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე” №25, 01.11.2006, მუხლი 66) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლის ,,მ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი.”.
მუხლი 2. აფხაზეთის მთავრობამ, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა 2007 წლის 1 აპრილამდე.
მუხლი 3. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის
მთავრობის თავმჯდომარე მ. აკიშბაია
ქ. თბილისი,
2007 წლის 27 მარტი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები