„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 28/12/2006
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 30, 28/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 010200000.30.040.000018
0
28/12/2006
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 30, 28/12/2006
010200000.30.040.000018
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აფხაზეთის კანონი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე 4, 30.11.2004 წელი, მუხლი 7) დაემატოს შემდეგი შინაარსის 142  მუხლი:

,,მუხლი 142

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულებაზე ვრცელდება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის მთავრობის

თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                 კ. კუჭუხიძე

ქ. თბილისი

2006 წლის 28 დეკემბერი