დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 01/11/2006 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 25, 01/11/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 010200000.30.040.000016 |
აფხაზეთის კანონი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 30.11.2004 წელი, №4, მუხლი 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე -12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ პუნქტი:
,,მ) აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:
1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის კანონის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 31.01.2006 წელი, №1, მუხლი 2) მე -2 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად ჩამოყალიბებული აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ,,აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის“ ბაზაზე შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 1 თებერვლის №7 დადგენილება ,,აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 01.02.2006 წელი, № 2, მუხლი 9).
3. აფხაზეთის მთავრობამ, კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3 . კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე მ. აკიშბაია
2006 წლის 1 ნოემბერი
დოკუმენტის კომენტარები