,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 11/05/2006
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 11, 11/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 010200000.30.040.000010
0
11/05/2006
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 11, 11/05/2006
010200000.30.040.000010
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აფხაზეთის კანონი

 

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004, მუხ.7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.

აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრებისაგან.”

2. კანონს დაემატოს 161  მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 161

1. აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების საკითხი წყდება აფხაზეთის მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად.

2. აფხაზეთის მინისტრის უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით.

3. აფხაზეთის მინისტრი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას;

ბ) ახორციელებს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელისათვის ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას;

გ) ასრულებს აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

4. აფხაზეთის მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს აფხაზეთის მინისტრის აპარატი, რომლის დებულებას ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობა.

5. აფხაზეთის მინისტრის აპარატის სტრუქტურას და საშტატო განრიგს განსაზღვრავს აფხაზეთის მთავრობა.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. აკიშბაია

2006 წლის 11 მაისი