,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი N1
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 13/01/2005
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 2, 24/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 010200000.30.040.000001
N1
13/01/2005
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 2, 24/01/2005
010200000.30.040.000001
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აფხაზეთის კანონი

 

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე, 4, 30.11.2004, მუხ.7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის ე” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;” .

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141  მუხლი:

„მუხლი 141 .

1. საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას .

2. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად .

3. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ან მთავრობის დადგენილებით .

4 მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს მთავრობა, ხოლო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს მთავრობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით. საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები .

5. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს – მთავრობის თავმჯდომარე შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით .

6. საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.” .

3. კანონის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დაწესებულების ხელმძღვანელის გადადგომა ან სხვა საფუძველზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს ხელმძღვანელის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.” .

4. 23-ე მუხლის 1 პუნქტის ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ბ) გაუქმდეს აფხაზეთის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტატისტიკის დეპარტამენტი, ტურიზმის დეპარტამენტი და მათი ფუნქციები გადაეცეს აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს.” .

5. 23-ე მუხლის 1 -ლი პუნქტის ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გაუქმდეს აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, გეოლოგიის სამმართველო, კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამმართველო და მათი ფუნქციები გადაეცეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს;”.

6. 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ” ქვეპუნქტი:

„ზ1 ) რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სახელმწიფო დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნას სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი;”

7. 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გაუქმდეს აფხაზეთის ინფორმაციის სამინისტრო, აფხაზეთის საგანგებო საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრი, აფხაზეთის მიწის მართვის სამმართველო, აფხაზეთის ეროვნულ უმცირესობასთან მუშაობის სამმართველო, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია, აფხაზეთის მცენარეთა საკარანტინო სახელმწიფო ინსპექსია, კორპორაცია – აფხაზთამბაქო”, კორპორაცია – პურპროდუქტები”, აფხაზეთის კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველო, აფხაზეთის ანტიმონოპოლიური სამსახური, აფხაზეთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველო, აფხაზეთის შრომისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია, აფხაზეთის ინვალიდთა საქმეების დეპარტამენტი, აფხაზეთის მრეწველობის სამმართველო, აფხაზეთის გაზისა და ნავთობპროდუქტების სამმართველო, აფხაზეთის წვევამდელთა გაწვევის მთავარი სამმართველო, აფხაზეთის მცირე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი, აფხაზეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი, ვეტერინარიის სამმართველო, აფხაზეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, აფხაზეთის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი, აფხაზეთის სავაჭრო პალატა.”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარე                                                            ი. ალასანია

2005 წლის 13 იანვარი

N1