დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016586 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/11/2019 - 22/04/2021)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის, 2401 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „რუსთავსერვის ცენტრს“ (აიდენტიფიკაციო ნომერი:416316016). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1); ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3); დ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №4); ე) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა (დანართი №5). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი
1. წესის
რეგულირების
საგანი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების , ჩაბარების , წარმოებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესი “ (შემდგომში – წესი ) შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის , „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის , „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის , მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების , „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა -უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის , საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის , მისი შევსების , ჩაბარების , წარმოების , აღრიცხვა -ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს . მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი – „რუსთავსერვის ცენტრი “ (საიდენტიფიკაციო ნომერი : 416316016) (შემდგომში – სამართალსუბიექტი ), ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული სამართალსუბიექტის თანამშრომლები (შემდგომში – თანამშრომელი ). მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება 1. „სამართალსუბიექტი “ უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი . 2. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად . რომლის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი ) რჩება მის შემვსებ სამართალსუბიექტის თანამშრომელთან , მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს . 3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან : ა ) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ; ბ ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა . 4. საჯარიმო ქვითარში შეიტანება : ა ) პირველ პუნქტში : შედგენის თარიღი (რიცხვი , თვე , წელი ); ბ ) მე -2 პუნქტში : შედგენის ადგილი ; გ ) მე -3 პუნქტში : შემდგენლის თანამდებობა , სახელი , მამის სახელი , გვარი ; დ ) მე -4 პუნქტში : ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები : ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები , პირადი ნომერი , სახელი და გვარი , მისამართი (რეგისტრაციის და სხვა ); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება , მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ; ე ) მე -5 პუნქტში : ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი , დრო , არსი ; ვ ) მე -6 პუნქტში : ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობა ; ზ ) მე -7 პუნქტში : მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები , პირადი ნომერი , სახელი და გვარი , მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა ); თ ) მე -8 პუნქტში : დამრღვევის ახსნა -განმარტება : ახსნა -განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები , ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა , სახელი და გვარი , რომელმაც ჩამოართვა ახსნა -განმარტება ; ი ) მე -9 პუნქტში : მიმღები მოლარე (ხელმოწერა , თარიღი , საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი ), სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა . 5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი , საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა , პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში , რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში . 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს . იმ ადგილზე , რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს , ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ , რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას , ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ . 7. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს , გარდა მე -9 პუნქტისა , ავსებს თანამშრომელი . საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი . თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც . 8. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე , ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ . სამართალდამრღვევი უფლებამოსილია დაურთოს საჯარიმო ქვითარზე ახსნა-განმარტებები და წარადგინოს შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით , ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები . 9. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად . 10. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით . საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით . დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი . ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს . 11. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ) სარეგისტრაციო ჟურნალში . მუხლი 4. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა -ანგარიშგება 1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა -ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით . 2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი . 3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში . 4. საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს , იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით . 5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემას ახორციელებს „სამართალსუბიექტის “ მიერ საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი . საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში ”. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალურ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში . 7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით . ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი . ამასთან , ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი , რომელიც მოწმდება „სამართალსუბიექტის “ ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით . 8. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით . 9. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა , ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით . უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე , რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი , ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში , ხოლო გრაფაში „შენიშვნა “ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს . 10. იმ შემთხვევაში , თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი , იხსნება ახალი ჟურნალი , რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას . 11. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში . მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება : ა ) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო ; ბ ) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო ; გ ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში . 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით . 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . მუხლი 6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა 1. პირს , ვის მიმართაც გამოტანილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი , მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი , ბოსტან -ქალაქის ქუჩა N6). 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად , საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას . მუხლი 7. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში . 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს , კვირას ), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე . 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში , „სამართალსუბიექტის “ მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი , რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს . მუხლი 8. ვადების ათვლა წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები .
დანართი №3
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
დანართი №4 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი
დანართი №5 გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა ა ქ ტ ი №-----
------------------------------------------------------ ------ ---------------------- 20 წელი „სამართალსუბიექტის “ დასახელება რიცხვი , თვე , წელი
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს :
საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი : ---------------------------------------- ------------------------------ (სახელი , გვარი ) (ხელმოწერა )
ხელმძღვანელი პირი : ---------------------------------------- ------------------------------ (სახელი , გვარი ) (ხელმოწერა)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები