„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის N145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016587
151
25/11/2019
ვებგვერდი, 26/11/2019
010250050.35.160.016587
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის N145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №151

2019 წლის 25 ნოემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  22 ოქტომბრის №145-ე დადგენილების (www.matsne.gov.ge; 24/10/2019; რეგისტრაციის კოდი: 010250050.35.160.016581) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ)  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირუტყვის იდენტიფიკაცია განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შედგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სიების საფუძველზე.“;

გ)   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესით დამტკიცებული  დანართი №1-ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პირუტყვის გადასარეკად გამოსაყენებელი ქუჩების სია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე