„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 410050000.35.160.016585
149
25/11/2019
ვებგვერდი, 26/11/2019
410050000.35.160.016585
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №149

2019 წლის 25 ნოემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №10 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 12/08/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 410050000.35.160.016220) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში“ და წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ბინადრი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, რომელსაც ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „რუსთავსერვისცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416316016).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე