ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხავეთი განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხავეთი განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016302
27
26/11/2019
ვებგვერდი, 02/12/2019
010250020.35.141.016302
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხავეთი განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის 260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №2214 განკარგულებით  დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს სოფელ ხავეთის განაშენიანების გეგმა (ტექსტური ნაწილი – დანართი №1, გრაფიკული ნაწილი – დანართი №2).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №2214 განკარგულება ,,სოფ. ხავეთის მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.