„საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 564
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.021583
564
21/11/2019
ვებგვერდი, 25/11/2019
480140000.10.003.021583
„საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №564

2019 წლის 21 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2019 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება.

მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს პარაგვაის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია