დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 563 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021587 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 300160070.10.003.018734) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.გ) სასტუმროს მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 4 მ-ისა და არა უმეტეს 13 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 10 მ-ისა, სიგრძე – არანაკლებ 20 მ-ისა);“. 2. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.დ“ – „ე.თ“ ქვეპუნქტები: „ე.დ) ხის კენწეროების ბილიკის (სიმაღლე – არანაკლებ 20 მ-ისა; სიგრძე – არანაკლებ 400 მ-ისა; სიგანე არანაკლებ 0,7 მ-ისა) და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო ცენტრის (სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა; სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა; სიგრძე – არანაკლებ 6 მ-ისა) მოწყობა; ე.ე) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა); ე.ვ) საჯინიბოს მოწყობა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა); ე.ზ) სველი წერტილების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა); ე.თ) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა);“. 3. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ა“ – „ე.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე, გარდა „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტუმროსი და „ე.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხის კენწეროების ბილიკისა, არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები