„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016112
109
25/11/2019
ვებგვერდი, 25/11/2019
130000000.63.075.016112
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №109

2019 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03.08.2015წ., სარეგისტრაციო კოდი – 130000000.63.075.016004)  დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მოსამსახურეებსაც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეთ სპეციალური ან სამხედრო წოდება. დეპარტამენტი ასრულებს  სამსახურის დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი