დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 24 იანვრის №2-78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-1215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.22.023.016608 |
|
,,მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 24 იანვრის №2-78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 24 იანვრის №2-78 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 24/01/2019, 340050000.22.023.016567) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პროდუქცია – ყურძნის ტკბილი, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი, დურდო, ღვინო, ღვინისა და ჭაჭის დისტილატები, ყურძნისეული წარმოშობის სპირტი და სპირტიანი სასმელი.“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ” ქვეპუნქტი: „ზ) გამოწნეხილი დურდოს ბრუნვისა და ნაშთების შესახებ, ყოველი წლის პირველი დეკემბრისა და მომდევნო წლის პირველი მაისის მდგომარეობით „შეტყობინება 20-- წლის მოსავლის გამოწნეხილი დურდოს ბრუნვისა და ნაშთების შესახებ“ დანართი №21 -ის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
|
დანართი №21
|
შეტყობინება
20-- წლის მოსავლის გამოწნეხილი დურდოს ბრუნვისა და ნაშთების შესახებ |
ღვინის კომპანიის დასახელება____________
ღვინის კომპანიის იურიდიული მისამართი _______________ ღვინის კომპანიის ფაქტობრივი მისამართი_________________ ღვინის კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი______________________
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები