„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 20/11/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 080240000.72.084.016012
12
20/11/2019
ვებგვერდი, 20/11/2019
080240000.72.084.016012
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №12

2019 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №5 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.72.084.016005) და ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესის და ოდენობების მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) უზრუნველყოფს წოდების მქონე თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტისათვის.

6. სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დარიცხვას განახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მიმართვის მიღების მომენტიდან ან/და წარდგენილი მიმართვით გათვალისწინებული თარიღიდან.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია