შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2172-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/11/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/2172-19
07/11/2019
ვებგვერდი, 21/11/2019
შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმის № 080210319003157917

საქმე 2/ 21 72-19

 

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

2019 წლის 7 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

კრების თავმჯდომარე: ციცინო კიკვაძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: პაატა ბობოხიძე

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 4 დეკემბერს 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3 . განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განჩინება გამოქვეყნდეს  სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge ;

4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

სხდომის თავმჯდომარე                                                               ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი                                                                          პაატა ბობოხიძე