„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.021579
559
20/11/2019
ვებგვერდი, 20/11/2019
130000000.10.003.021579
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №559

2019 წლის 20 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სასწავლო ცენტრი (დეპარტამენტი);“.

2. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:  სამსახურისთვის შესაბამისი კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სასწავლო ღონისძიებების განხორციელება; სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება და  შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სათანადო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია