„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 225/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017845
225/ნ
19/11/2019
ვებგვერდი, 20/11/2019
040030000.22.022.017845
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №225/ნ

2019 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017036) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“.

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ცენტრის მართვის ორგანოები და სტრუქტურა

1. ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას წარმართავს ცენტრის დირექტორი, ხოლო სამეცნიერო მართვის, კვლევისა და განვითარების საკითხებს განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.

2. ცენტრის სტრუქტურა მოიცავს:

ა) საორგანიზაციო და დამხმარე ხასიათის სტრუქტურულ ერთეულებს:

ა.ა) საფინანსო-ადმინისტრაციული განყოფილება;

ა.ბ) სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება;

ა.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოპულარიზაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილება;

ა.დ) ბიბლიოთეკა-მუზეუმი (განყოფილება);

ა.ე) ბუღალტერია (განყოფილება).

ბ) სამეცნიერო - კვლევითი ხასიათის სტრუქტურულ ერთეულებს:

ბ.ა) კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება;

ბ.ბ) აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილება;

ბ.გ) წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილება;

ბ.დ) ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება;

ბ.ე) არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილება;

ბ.ვ) სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილება.

გ) გამოყენებითი-სამეცნიერო   ხასიათის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:

გ.ა) ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტი;

გ.ბ) სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილება;

გ.გ) რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება).

3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მართვისა და საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებით.

4. საფინანსო-ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:

ა) დირექციის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა;

ბ) ცენტრის საქმისწარმოების განხორციელება და ცენტრის დოკუმენტაციის დაარქივება;

გ) ცენტრში პირთა დაშვების (თანამშრომელთა და სტუმართა) ორგანიზება და კონტროლი;

დ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადება (შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად);

ე) საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება და გაფორმების კონტროლი;

ვ) ცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების ორგანიზება;

ზ) სტაჟირების კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

თ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფა;

ი) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

კ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და შესრულების ანალიზი;

ლ) საფინანსო-ადმინისტრაციული განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. სამეურნეო-ტექნიკური განყოფილების ფუნქციებია:

ა) ცენტრის სარგებლობაში არსებული მატერიალური ქონების შენახვა-გამოყენებაზე კონტროლი (სასაწყობო მეურნეობის წარმოება);

ბ) ცენტრში მიმდინარე მცირე სარემონტო სამუშაოების საქმიანობის კონტროლი;

გ) სასაწყობო მასალების გასვლაზე კონტროლი;

დ) ცენტრის შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავების უზრუნველყოფა;

ე) სამეურნეო საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) ცენტრის ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენის უზრუნველყოფა;

ზ) მატერიალურ ფასეულობათა მიღება და მოვლა-პატრონობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) სამეურნეო-ტექნიკური განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6. საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოპულარიზაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების და სხვა დოკუმენტების მომზადება;

ბ) ქვეყანაში არსებულ დიპლომატიურ მისიებთან და უცხოურ ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან  კავშირების დამყარება;

გ) საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის დამყარება და გაღრმავება;

დ) ცენტრში უცხოური დელეგაციების  და დიპკორპუსის წარმომადგენლების ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა;

ე) საპროტოკოლო ფუნქციების შესრულება;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობების დამყარება, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლებისათვის დახმარების გაწევა პროფილური ინფორმაციის მოგროვებაში, მისი სიზუსტისა და სანდოობის განსაზღვრაში;

ზ) ინფორმაციის მომზადება და გავრცელება ცენტრის საქმიანობასა და ჩატარებულ დაგეგმილ ღონისძიებებზე;

თ) ცენტრის საქმიანობის და ცენტრში არსებული სიძველეების პოპულარიზაცია;

ი) ტრენინგპროგრამების შემუშავება;

კ) სასწავლო პროექტების (საერთაშორისო საზაფხულო და სეზონური სკოლების, ვორქშოფების და ა.შ.) კოორდინირება;

ლ) ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ წინადადების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა;

მ) ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება ჰუმანიტარული დარგების წარმომადგენელთა, გადამზადების პროცესში;

ნ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოპულარიზაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

7. ბიბლიოთეკა-მუზეუმის (განყოფილების) ფუნქციებია:

ა) ცენტრში შემოსული ნაბეჭდი          ერთეულების დამუშავება     და ჩართვა საერთო კატალოგში, მკითხველთა მომსახურება, წიგნადი ფონდის შევსება;

ბ) ცენტრის სამუზეუმო ნაწილის, მემორიალური მუზეუმ-კაბინეტების მომსახურება და აქ არსებული მასალების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;

გ) ელექტრონული კატალოგების შექმნა;

დ) ბიბლიოთეკა-მუზეუმის (განყოფილების) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

8. ბუღალტერიის (განყოფილება) ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოს ცენტრის ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვაზე კონტროლი, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციისა და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნების დაცვით;

გ) უზრუნველყოს ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა, ანგარიშსწორება და კონტროლი;

დ) უზრუნველყოს კვარტალური და წლიური ბალანსის დროულად შედგენა, დაფინანსების მიხედვით დებიტორული- კრედიტორული დავალიანების ამსახველი ფორმის შედგენას წლებისა და მომწოდებლების მიხედვით, მატერიალური ფასეულობების (აქტივები) შესახებ ინფორმაციას ანგარიშების შესახებ და სამინისტროს შესაბამის სამსახურში წარდგენას;

ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, შედეგების დროული გამოყვანა და აღრიცხვაში ასახვა;

ვ) უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურში ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება. ფიზიკურ პირებზე „განაცემთა შესახებ“ ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება;

ზ) ბუღალტერიის (განყოფილება) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

9. კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ძველი ქართული მწერლობის ძეგლების (როგორც ორიგინალურის, ისე ნათარგმნი) კრიტიკული გამოცემების მომზადება ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური, ლიტერატურათმცოდნეობითი და ისტორიული ხასიათის კვლევებითა და სხვადასხვა ტიპის ლექსიკონ-საძიებლით;

ბ) როგორც ცენტრში, ისე საქართველოსა და უცხოეთის საცავებში (იერუსალიმის, სინას, ათონის, პარიზის, პეტერბურგის და სხვ.) დაცული ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერების აღწერა, კატალოგების შედგენა და მონაცემთა ბაზის შექმნა;

გ) ხელნაწერის დეკოდირება, ვარიანტული სახესხვაობის ფიქსირება;

დ) თარგმანის შემთხვევაში  ტექსტის დედანთან შედარება;

ე) კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

10. აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ცენტრში დაცული აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების კოლექციების აღწერილობის შედგენა და გამოქვეყნება;

ბ) სპარსულ, არაბულ და ოსმალურ ხელნაწერთა კატალოგიზაცია (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე);

გ) ქართულ-აღმოსავლური და ქართულ-სომხური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების შესწავლა;

დ) ფონდებში დაცული არაბული, სპარსული, სომხური და თურქული თარგმნილი ლიტერატურის, შესწავლა და კულტურულ კონტექსტში გააზრება;

ე) აღმოსავლურ და ძველ სომხურ ენებზე დაცული მდიდარი ისტორიულ-ლიტერატურული მასალის ქართულ ენაზე თარგმნა და ქართველ მკითხველთათვის წარდგენა;

ვ) აღმოსავლური და სომხურენოვანი ისტორიული საბუთების წყაროთმცოდნეობითი კვლევა;

ზ) აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

11. წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ძველი ქართული წყაროების – ქართული ისტორიული დოკუმენტების, აგიოგრაფიული თხზულებების, ქართველ მეფეთა და მღვდელმთავართა სახელით გამოცემული გუჯრების, ადმინისტრაციული აქტების, კერძო პირთა გარიგებების, ოფიციალური და პირადი მიმოწერის, ასევე არაბულ, ოსმალურ, სპარსულ, სომხურ ენებზე შექმნილი ისტორიული საბუთების ზუსტი აღნუსხვა და აღწერა, საძიებო სისტემის სრულყოფა;

ბ) ხელნაწერთა არშიებზე მოთავსებული მრავალრიცხოვანი ისტორიული მინაწერების შესწავლა და გამოსაცემად მომზადება, წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევა;

გ) უცნობი ფაქტოლოგიური მასალის და სტრუქტურული ინფორმაციის გამოვლენა, მისი შესწავლა და ანალიზი;

დ) ადრე გამოქვეყნებული წყაროების ხელახლა გამოცემა უფრო სრულყოფილი წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევებითა და სამეცნიერო აპარატით;

ე) წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

12. ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მხატვრულ და პალეოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, ქრონოლოგიურ ჭრილში სხვადასხვა სკრიპტორიუმების საქმიანობის გამოკვლევა, მათი მხატვრული თავისებურებებისა და კავშირების შესწავლა;

ბ) ხელნაწერთა მინიატურების შესწავლა მხატვრული ფორმის ევოლუციის კონტექსტში მხატვრული პრინციპების გათვალისწინებით;

გ) ტექსტისა და გაფორმების კომპოზიციური ურთიერთმიმართების, ასევე მხატვრისა და გადამწერის ურთიერთანამშრომლობის, სტილის განვითარების საერთო ხაზისა და მხატვრული ტრადიციის მდგრადობის შესწავლა;

დ) თითოეული ხელნაწერისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული პროგრამისა და მხატვრულ-დეკორატიული თავისებურებების წარმოჩენა;

ე) სხვადასხვა შინაარსის ქართული ხელნაწერი წიგნისათვის დამახასიათებელი გაფორმების, მხატვრულ მიდგომათა ერთობლიობის, ქართულ-აღმოსავლეთ ქრისტიანული თუ აღმოსავლური ურთიერთობის დადგენა წიგნის ხელოვნების სფეროში;

ვ) ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის – სასულიერო და საერო დანიშნულების ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების, რარიტეტული გამოცემების, ხელნაწერი წიგნის მხატვრულად გაფორმებული ყდების – მხატვრული გაფორმების სრული აღწერა-კატალოგიზაცია, დამუშავება, მონაცემთა ბაზის შედგენა და მეცნიერული კვლევა;

ზ) დამუშავებული მასალის გადამუშავება თანამედროვე კვლევის მეთოდების გათვალიწინებით და ახალი მონაცემებით შევსება;

თ) შეუსწავლელი მასალის მოძიება და მათი ჩართვა თანამედროვე სამეცნიერო პროცესებში; 

ი) ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული  სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

13. არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ცენტრში შემოსული საარქივო მასალის დამუშავება და მეცნიერული აღწერილობის შედგენა;

ბ) ადრე დამუშავებული არქივების გადამუშავება და ახალი აღწერილობის შედგენა;

გ) ახალი საარქივო მასალის მოძიება და მოზიდვა;

დ) არსებული ფოტოკოლექციის ერთიანი ელექტრონული კატალოგის შექმნა;

ე) საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო პუბლიკაცია;

ვ) ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ზ) არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივების განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

14. სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის შედგენა;

ბ) უცხოეთში ქართველოლოგიასთან დაკავშირებით გამოცემული ლიტერატურის მიმოხილვა და ანალიზი;

გ) ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების და სამეცნიერო საცნობარო, მათ შორის ენციკლოპედიური ხასიათის  ლიტერატურის შექმნა;

დ) სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

15. ფონდების დაცვის, აღრიცხვის და ექსპონირების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ფონდსაცავებში  არსებული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და საარქივო მასალების დაცვა და აღრიცხვა;

ბ) ხელნაწერების მკითხველებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

გ) საცავებიდან გამოთხოვილი მასალის აღრიცხვის ყოველდღიურად წარმოება;

დ) ფონდების სისტემატიზაციის განხორციელება;

ე) ახალი შემოსული საფონდო მასალის აღრიცხვისა და შესაბამის ფონდებში ახალი მასალის ჩართვის უზრუნველყოფა;

ვ) ცენტრში თავმოყრილი ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და საარქივო მასალების დიგიტალური ასლების შექმნა;

ზ) დიგიტალური ასლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

თ) მკითხველთა მომსახურება არსებული ელექტრონული რესურსებით;

ი) ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია;

კ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის თემატური გამოფენების მომზადება და გამართვა;

ლ) ფონდების დაცვის, აღრიცხვის და ექსპონირების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

16. სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება (საფინანსო-ადმინისტრაციულ განყოფილებასთან კორდინირებით);

ბ) კონფერენციების და სემინარების მასალების და სამეცნიერო-საინფორმაციო ლიტერატურის შეგროვება და საგამომცემლო სამსახურისთვის გადაცემა;

გ) ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ნაწილში განვითარების ტემპებისა და ხარისხის შესწავლა. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ოპტიმიზაციის მიზნით ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება;

დ) ხელნაწერთმცოდნეობის განვითარების პერსპექტიული პროგრამებისა და მიმდინარე (წლიური) გეგმების სამეცნიერო საბჭოსთან ერთად შემუშავება და დასამტკიცებლად მომზადება;

ე) ცენტრის სხვადასხვა სახის ბეჭდური         პროდუქციის (სამეცნიერო კრებულების, ხელნაწერთა, ისტორიულ საბუთთა და პირადი არქივების აღწერილობებისა და კატალოგების, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პერიოდული გამოცემის, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის, ფუნდამენტური სამეცნიერო პუბლიკაციების, საიუბილეო და მიძღვნითი კრებულების და სხვა) გამოცემის კოორდინირება (საფინანსო-ადმინისტრაციული განყოფილებასთან თანამშრომლობით);

ვ) ცენტრის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის შეჯამება და წარდგენა სამეცნიერო საბჭოსთვის;

ზ) სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

17. რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის (განყოფილება) ფუნქციებია:

ა) ცენტრის კოლექციებში დაცული და კერძო კოლექციებიდან ან სხვა მფლობელისგან ცენტრში  შემოსული დროებით შენახვის მიზნით, სარესტავრაციო, ან ცენტრისთვის შემოწირული ერთეულების დეზინფექცია, დეზინსექცია, კონსერვაცია და  რესტავრაცია;

ბ) ადგილობრივი და საერთაშორისო წესებისა და კანონების დაცვით, პროფესიული კოდექსების გათვალისწინებით უზრუნველყოს კულტურული და ისტორიული ღირებულების ობიექტების სიცოცხლის გახანგრძლივება, დაცვა,  მათი ავთენტური სახის შენარჩუნებით ობიექტების საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება;

გ) საცავებში ჰიგიენური რეჟიმის კონტროლი;

დ) რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის (განყოფილება) დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

გ) მე-11 მუხლის:

გ.ა) მე-3 – 34 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრის დირექტორს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად. 

3​1. ცენტრის დირექტორს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

3​2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ დებულებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.

3​3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე ცენტრის დირექტორის ფუნქციების შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

3​4. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში მას დასანიშნად შვიდი დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, რომელიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.“.

გ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ცენტრის დირექტორს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, რომელიც ნიშნავს დირექტორის ფუნქციების დროებით შემსრულებელს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი