„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 16/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016916
91
19/11/2019
ვებგვერდი, 20/11/2019
140030000.22.034.016916
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №91

2019 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25.04.2018; სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016745) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

1. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I სამორიგეო განყოფილება (ქ. თბილისი);

ბ) II სამორიგეო განყოფილება (რეგიონული);

გ) შეიარაღების განყოფილება.

2. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, საგანგებო სიტუაციების, გზების მდგომარეობის, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას, მათზე რეაგირებას და შესაბამისი სამსახურებისთვის დროულ მიწოდებას;

ბ) დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს დეპარტამენტის სადღეღამისო კრებსს, ასევე მონაწილეობს სამინისტროს რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსის შედგენაში;

გ) უზრუნველყოფს გატაცებული, მოპარული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული, სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე დანაშაულში ან სამართალდარღვევაში შესაძლო მონაწილე, გატაცებული და დაკარგული პირების მონაცემების დადგენილი წესით მიღება-გადაცემას და სამინისტროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას, აგრეთვე მითითებული პირების/სატრანსპორტო საშუალებების დაკავების/ძებნის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზიდან მოხსნის ორგანიზებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღრიცხავს, ინახავს და დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებზე გასცემს დეპარტამენტზე რიცხულ შეიარაღებას, საბრძოლო მასალებსა და სპეციალურ საშუალებებს/აღჭურვილობას. ასევე, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრების მიზნით ამზადებს დოკუმენტაციას;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობაზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრებას, მიღება-გაცემას, მოვლა-შენახვას,  სამხრე კამერების მიმაგრებას, მიღება-გაცემას, მუდმივ დამუხტულ მდგომარეობაში მოვლა-შენახვას და ჩაწერილი ინფორმაციის სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გადაწერას, დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) მოსამსახურეებზე სამსახურებრივი-საშტატო იარაღისა და სპეციალური აღჭურვილობის  მიმაგრებას;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ამოღებული ცეცხლსასროლი, ცივი და პნევმატური იარაღის დროებით შენახვას;

ზ) შეიმუშავებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული შეტყობინებისა და შეკრების გეგმებს, ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილ გეგმებზე მეთოდურ დახმარებას და პირადი შემადგენლობის განგაშის სქემით გამოძახების ორგანიზებას;

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის რეგიონული მთავარი სამმართველოების სამორიგეო განყოფილებებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას და საქმიანობის კოორდინაციას;

ი) დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ამოწმებს პიროვნებებისა და სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივ მდგომარეობას;

კ) უზრუნველყოფს ნაპოვნი სახელმწიფო სანომრე ნიშნების მიღებას, აღრიცხვას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაგზავნას;

ლ) ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე დაფიქსირებული ბირთვულ-რადიაქტიული რეალური განგაშის შესახებ ინფორმაციის მიღებას და შესაბამის ორგანოებზე გაცემას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში ასახავს ინფორმაციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შესახებ;

ნ) უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნით, გადაუდებელ შემთხვევაში, მათ შორის კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში დაუყოვნებლივ ასახავს დანაშაულის ან სამართალდარღვევის შესაძლო მონაწილე, ძებნაზე დასაყენებელ ან/და სავიზო რეჟიმის დამრღვევ პირებს, მათი შესაძლო მიმალვის ან/და საზღვრის კვეთის თავიდან აცილების მიზნით;

ო) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით პერიოდულად ატარებს პრაქტიკულ მეცადინეობებს საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე სალექციო კურსს ძალის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ;

პ) აწარმოებს ყოველდღიურ სტატისტიკას დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ გამოვლენილი დანაშაულის ან სამართალდარღვევის ნიშნების შემცველი შემთხვევების შესახებ;

ჟ) დაუყოვნებლივ აგზავნის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შედგენილ შემაკავებელ ორდერებს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოებსა და ქ. თბილისის პროკურატურაში, ასევე, საჭიროების  შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სოციალური მომსახურების სააგენტოში;

რ) უზრუნველყოფს დეპარტამენტსა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „112“-ს (შემდგომში – „112“) შორის კოორდინირებულ მუშაობას. კომპეტენციის ფარგლებში, „112“-ის ერთიანი ინფორმაციული სისტემის მეშვეობით მიღებული შეტყობინებების დამუშავებას და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რეაგირების ეფექტიანობის კონტროლს;

ს) ახორციელებს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვას, შენახვას, გაცემა-მიღებას, ასევე დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა შემთხვევაში მონაწილეობისას შესაბამისი ცნობების მიღებას და დამუშავებას;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მოსამსახურეთათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) უზრუნველყოფს რეგიონებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესრულებას;“.

3. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა და უკონტაქტო პატრულირების სამმართველო;“;

ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ფოტოფირზე/ვიდეოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევათა განყოფილება.“;

ბ) მესამე პუნქტის:

ბ.ა) „ვ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საჯარიმო სადგომიდან გაყვანაზე თანხმობის გაცემა;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევათა განხილვა, გადაწყვეტა და აღრიცხვა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 16 დეკემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური