დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის N14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 224/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.017844 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის №500 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 თებერვლის №14/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.017638) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების:
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. მინისტრი დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;“; ბ.ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.“; დ) მე-8 მუხლის: დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.“; დ.ბ) მე-3 პუნქტის: დ.ბ.ა) „თ“ –„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების პროექტებს, დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებსა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების პროექტებს; ი) წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე, მათი მოთხოვნით – ნებისმიერ დროს; კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;“; დ.ბ.ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) სამინისტროს სახელით: რ.ა) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საქართველოს საერთო სასამართლოებში სამინისტროს მონაწილეობით წარმოებულ საქმეებზე; რ.ბ) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებში სამინისტროს მონაწილეობით წარმოებულ საქმეებზე; რ.გ) ახორციელებს შემდეგ საპროცესო მოქმედებებს: სარჩელის აღძვრა, მთლიანად ან ნაწილობრივ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, სარჩელის ცნობა, სარჩელის საგანის შეცვლა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარადგენა, მხარესთან მორიგება და მორიგებასთან დაკავშირებული ყველა საპროცესო მოქმედება; რ.დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს ამ პუნქტის „რ.ა“ –„რ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას და ხელს აწერს შესაბამის მინდობილობას.;“; ე) მე-9 მუხლის : ე.ა) მე-2 პუნქტის: ე.ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) კოორდინაციას უწევს სამართალშემოქმედების სამმართველოს;“; ე.ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამმართველოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;“; ე.ბ) მე-3 პუნქტის: ე.ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) კოორდინაციას უწევს სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს;“; ე.ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამმართველოების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;“; ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.“; ვ) მე-12 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი: „მუხლი 13. ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; გ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; დ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ე) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება; ზ) საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კარიერის მართვა, დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ი) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება, დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; კ) სამინისტროში დასასაქმებელ პირებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, ასევე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ პირთა პირადი საქმეების შექმნა და წარმოება; მ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა; ნ) სახელმწიფო ჯილდოებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწეთა წარდგენის მიზნით მასალების მომზადება და პროცესის უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა; პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შეფასების პროცესში მონაწილეობა; ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა და ამ მიზნით შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; რ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კორპორატიული ფასეულობებისა და კულტურის ჩამოყალიბება და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება; ს) სამინისტროში ახლად მიღებულ საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა; ტ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ბრძანების პროექტების მომზადება სტაჟიორთა დანიშვნა/გათავისუფლების თაობაზე; უ) სამინისტროში ადამიანური რესურსების გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება და პერიოდული ანალიზი; ფ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება. სხვადასხვა სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით; ქ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) დამზადების უზრუნველყოფა; ღ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შემდეგი ბაზების წარმოება: ღ.ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზა; ღ.ბ) სამინისტროში დასაქმებულ პირებთან გაფორმებული ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების შესახებ მონაცემთა ბაზა; ღ.გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესახებ მონაცემთა ბაზა; ღ.დ) საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების შესახებ მონაცემთა ბაზა; ღ.ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) ხელმძღვანელებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული მათი მოადგილეების შესახებ მონაცემთა ბაზა; ღ.ვ) მინისტრის მიერ დანიშნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების შესახებ მონაცემთა ბაზა; ღ.ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შვებულების/მივლინების შესახებ მონაცემთა ბაზა; ღ.თ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) შესახებ მონაცემთა ბაზა; ყ) სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლისა და სპეციალური კითხვარის შევსების ორგანიზება; შ) სამივლინებო მოწმობების გაცემისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; ჩ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა; ც) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ძ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები