ი/მ რუსლან იუსუბოვის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ი/მ რუსლან იუსუბოვის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/21532-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 08/11/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/21532-19
08/11/2019
ვებგვერდი, 19/11/2019
ი/მ რუსლან იუსუბოვის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/21532-19

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2019 წელი ქ. თბილისი

8 ნოემბერი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

 

განმცხადებელი: ინდივიდუალური მეწარმე (ი/მ) რუსლან იუსუბოვი, პ/ნ 28001056656

წარმომადგენელი : ზვიად გადელია

დაინტერესებული პირი: სს ,,თიბისი ბანკი, ს/ნ 204854595

წარმომადგენელი: ნინო ჯიშკარიანი

 

დაინტერესებული პირი: სს ,,მისო ქართული კრედიტი, ს/ნ 206238800

წარმომადგენელი: თეონა ინასარიძე

 

დაინტერესებული პირი: სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მეურვე: აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: თამთა მაჭარაშვილი

 

მოთხოვნა: კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ განიხილა ი/მ რუსლან იუსუბოვის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

 

2019 წლის 30 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა ი/მ რუსლან იუსუბოვის წარმომადგენელმა და თავისი მარწმუნებლის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. 2019 წლის 23 სექტემბერს, გაკოტრების შესახებ განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2019 წლის 8 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2019 წლის 8 ნოემბრის კრედიტორთა პირველ კრებაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განხილვის ეტაპზე, მეურვემ განმარტა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ი/მ რუსლან იუსუბოვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით დაწყებული კამერალური შემოწმებ ა. მეურვის განმარტებით, კრებაზე წარმოდგენილი მოხსენება არ არის სრული და არ ასახავს ი/მ რუსლან იუსუბოვთან დაკავშირებულ სრულ ფინანსურ ინფორმაციას, რისი წარმოდგენაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ კამერალური შემოწმების დასრულების შემდეგ. ამავე კრებაზე, სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა ი/მ რუსლან იუსუბოვის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ განმცხადებელს 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ერთი მილიონი ლარი შემოსავალი ჰქონდა, რაც, სავარაუდოდ, დადასტურდება კამერალური შემოწმების დასრულების შემდეგ. კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა ყველა პირმა მხარი დაუჭირა სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელის შუამდგომლობის განხილვის გადადებას კამერალური შემოწმების დასრულებისა და, შესაბამისად, დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის დასრულებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრედიტორთა პირველ კრებაზე გათვალისწინებული საკითხებისა და სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის განხილვის გაგრძელების მიზნით, კრედიტორთა პირველი კრება კრებაზე გამოცხადებულ პირთა თანხმობით გადაიდო 2019 წლის 19 დეკემბერს, 15:00 საათზე, 52-ე სხდომათა დარბაზში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-17, 25-ე, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ რუსლან იუსუბოვის გაკოტრების საქმეზე მოწვეულ იქნეს კრედიტორთა პირველი კრება შემდეგი დღის წესრიგით:

ა) მეურვის სრული ანგარიშის მოსმენა;

ბ) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2019 წლის 19 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), სხდომათა დარბაზში №52.

3. დაევალოს ი/მ რუსლან იუსუბოვის მეურვეს ყველა დაინტერესებული პირისთვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქნეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება გაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                                                     ვერა დობორჯგინიძე