„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის N54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 222/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017842
222/ნ
19/11/2019
ვებგვერდი, 20/11/2019
430210000.22.022.017842
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის N54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №222/ნ

2019 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის N54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის N500 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის N54/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017679) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების:

ა) მე-5 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა, რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს უფროსი სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას რესურსცენტრის უფროსის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის  ან უარის გაცემის თაობაზე და ხელს აწერს შესაბამის კორესპონდენციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი