დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016135 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 22/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016128) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი განათლება, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით ეკონომიკის სპეციალობით ან ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით საბუღალტრო აღრიცხვის ან ფინანსების სპეციალობით; ბ) ეკონომიკურ სფეროში, საფინანსო სფეროში ან საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;“. ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი განათლება, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულებით აგრონომიის/მეცხოველეობის/ვეტერინარიის სპეციალობით ან ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით ფინანსების, მენეჯმენტის ან სამართლის სპეციალობით; ბ) აგრონომიის, მეცხოველეობის, ვეტერინარიის, ფინანსების, მენეჯმენტის, აგრობიზნესის, სამართლის ან პროექტის მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება“.“ გ) მე -20 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აგრონომია: აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობა; აგროტექნოლოგია აგრობიოტექნოლოგია; მცენარეთა სელექცია-გენეტიკა; მცენარეთა დაცვა; აგროეკოლოგია; მებაღეობა; მებოსტნეობა; მევენახეობა; მეჩაიეობა; მეხილეობა (მათ შორის: სუბტროპიკული კულტურები, კურკოვანი კულტურები/თესლოვანი კულტურები/კაკლოვანი კულტურები); სანერგე და სასათბურე მეურნეობა და მისი მართვა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები. მეცხოველეობა/ვეტერინარია: მეცხოველეობის დარგები – მესაქონლეობა; მეფუტკრეობა; მეთევზეობა; მეცხოველეობის დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები; ზოოტექნიკა; სანაშენე საქმიანობა; ჯიშთგანახლება; ხელოვნური განაყოფიერება; ინკუბაცია; მეცხოველეობის პროდუქტები და ნედლეული; კვება მეცხოველეობაში; მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება; ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი): კორპორაციული ფინანსები და მართვა; პროექტების ფინანსური მენეჯმენტი; საერთაშორისო ფინანსები; ფინანსური ანალიზი და პროგნოზირება; ინოვაციების მენეჯმენტი; მენეჯერული აღრიცხვა და კონტროლი; აგრორისკების მენეჯმენტი. სამართალი: კორპორაციული სამართალი; სახელშეკრულებო სამართალი; კონკურენციის სამართალი; საგადასახადო სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი.’’. დ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით ან ფინანსების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; ე) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უცხო ენა: ინგლისური/რუსული - არანაკლებ B1 დონე.“. ვ) 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. ზ) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი განათლება, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით ეკონომიკის სპეციალობით ან ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით ფინანსების ან მენეჯმენტის სპეციალობით;“; ბ) ეკონომიკის, ფინანსების ან აგრობიზნესის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;“. თ) 29-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ეკონომიკა: ეკონომიკური პოლიტიკა; მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა; საერთაშორისო ეკონომიკა; ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი): კორპორაციული ფინანსები და მართვა; პროექტების ფინანსური მენეჯმენტი; საერთაშორისო ფინანსები; ფინანსური ანალიზი და პროგნოზირება; ინოვაციების მენეჯმენტი; მენეჯერული აღრიცხვა და კონტროლი; აგრორისკების მენეჯმენტი. ი) 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი განათლება, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით ეკონომიკის სპეციალობით ან ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით საბუღალტრო აღრიცხვის ან ფინანსების სპეციალობით; ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები